კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.

matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.

ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.

matchtv.ru აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ხვიჩას ერთ-ერთ ესპანურ გუნდში გადასვლა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გააფუჭენ რა სიტყვაა??????? გააფუჭენ,გააფუჭენ... ს ასო რომ უნდა დაწერო ნ-ს მაგივრად სკოლაში არ გასწავლე(ნ)ს???
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
14 ივლისი 2020 22:48
0
dzalian kargi taoba modis da nakrebshi kargi mwvrtneli gvinda rom ertiani birtvi chamoyalibdes. warmatebebi tviteul matgans.
giorgi068
14 ივლისი 2020 16:53
2
კობი რატო არ გააფუჭენ ცხადაძე დემე ჯამარაული ანანიძე კიარ გააფუჭენ მაყუთის გამო არ მიდიოდა აგერ ფაქტიც ვიტესი.ან ვინმეს უნდოდა წასვლა და ხელი შეუშალენ.
Zaza
14 ივლისი 2020 15:11
4
ნამეტანი აგანევრიულენ.
gaga
25 ივლისი 2020 00:12
0
აშკარად დააბერყა ღმერთმა ნიჭი. თან ვერ იტყვი რომ ფიზიკურად სუსტია, მით უფრო რუსეთის ჩემპიონატის ფონზე. ეროვნული ნაკრებისთვისაც მზად არის უკვე. ერთი ეგ არის, რომ ჩაკვეტაძის პოზიციაზე თამაშობს და როგორ გადანაწილდება სათამაშო დრო არ ვიცი. ჩაკვეს შეუძლია უფრო ცენტრიდან ითამაშოს, სადაც ჯანო თამაშობდა და ხვიჩა მარცხენა ფლანგიდან შეუტევს. აი მარჯვენა ფლანგის შეტავაში გვიჭირს, ოქრის თუ დავაყენებთ ისევ და შემცვლელად შენგელიას.
კობა74
14 ივლისი 2020 15:00
0
დავიწყოთ იმით რომ თუ რუსეთში დარცენა უნდა უნდა დაღცეს იგვე კლუბშიი და სხვა არცეთი რუსული ვარიანტი არ უნდა გაინიხილოს ვინაიდა გვაქვს მაგლითები როგორ გააფუჭეს კარგი ქართველი ტალანტები რუსეთში და როგორ ვერ გაცდნენ მას არ უშვებენ ამაზე ვრცელი სტაატია რო მიიუძღვნათ ქართველმა სპორტის ჟურნალსტება უკეთესი იქნება ანანიძე სოლომონი ეს ორი ნათელი მაგალითიააა არავითარ შემთხვევაში დიდხას არ უნდა დარჩეს ეს ბიჭი ამ ლიგაში ევროპაში უნდა წავიდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიყვანოს რუსი აგენტი რომლიც უფლებასაც კი არ მიცემს რომ სხვგან წავიდეს და ასე დავკარგავთ კარგ ტალანტებს მაგლითები ბევრი გვაქვს და ვერფერს ვსწავლობთ იგივე გზაზე სიარული ნამდვილადა სარგებელს არ მოგვიტანს
gio
14 ივლისი 2020 14:02
5
ეს ბიჭი მარტო ტალანტი კი არა, აღმოჩენაა დიდი აღმოჩენა, საინტერესოა როგორ შეელია ქართული კლუბი და რატომ შეუწყვიტეს კონტრაქტი, როცა შეეძლოთ დიდი მაყუთი აეღოთ?
მოკლედ, რაც არ უნდა მაგარი იყო, ფულის წინაშე ყველა მარცხდება და თუ დასჭირდა დიდ მაყუთს შეუძლია გააფუჭოს კიდეც.
ხვიჩა კვარაცხელია არის 21-ე საუკუნის აღმოჩენა, ეს ბიჭი, ქინქლაზეზე უფრო დიდი ალმასია და მისი კარიერის დასაწყისი, ამერიკელების მთვარეზე გაფრენის ტოლია...
მოკლედ, საქართველოს ეზრდება დიდი ვარსკვლავი, ეხლა მტავარია ტრამვა არ აიკიდოს, ტრამვა და ფიზიკურად გახდეს ძლიერი.
საიკუნეა ესეთი ტალანტი არ გვყოლია და თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილება. უნდა გადავიდეს იქ, სადაც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და არა ძალისმიერს, როგორც რუსეთშია, რუსი ფეხბურთელები ცხენებივით დარბიან და ჯორივით ამტანები არიან... ესპანეთი, მისთვის სხვა ლიგას ვერ ვხედავ, მარა დავიჯერო ეს ინფო, მართლა მართალია ????
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ივლისი 2020 13:26
8
ადამიანმა თვითონ გადაწყვიტა რუსეთში თამაში და მის გადაწყვიტილებას პატივი უნდა ვცეთ ყველამ.
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ფეხბურთელი რუსეთში წავა თურქეთში თუ ამერიკაში სათამაშოდ თუ იქ მას დაფასებენ ენდობიან და კარგ პირობებს შეუქმნიან დაეხმარებიან და ნაკრებშიც გამოძახებაზე პრობლემებს არ შეუქნიან სადაც უნდა იქ ითამაშოს მე სადაც არ უნდა იყვნენ წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს.
Giorgi
14 ივლისი 2020 12:21
0
ბატონებო ვის გინახავთ რუსეთიდან ვინმე ევროპულ გუნდში გაეშვათ, გამოწურავენ ბოლომდე, როგორც მის წინა მორბედებს, რუსეთში წასული ფეხბურთელის კარიერა დასაღუპად არის განწირული... იმედია კვარაცხელია გამონაკლისი იქნება
ბესარიონ
14 ივლისი 2020 10:11
2
ჩაკვეტაძე ხომ გადაიყვანეთ უკვე ევროპულ გრანდში ახლა კვარაცხელია გადაგყავთ, ჭორაობას როდის უნდა შეეშვან?!
?!
14 ივლისი 2020 09:38
0
წავა ეხლა ჩაკვეტაძესავით ამაზეც ზღაპრების წერა. ესპანეთიდან რეალს უნდა თუ ბარსას
gio
14 ივლისი 2020 08:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული