თურქეთის სუპერლიგის 32-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" სახლში 4:3 დაამარცხა ლიდერი "ისტანბული".
შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა 85-ე წუთზე ქონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
ამ გამარჯვებით "ქონიასპორმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.
"ქონიასპორი" 18 ივლისს გასვლაზე "ტრაბზონსპორს", ხოლო 26 ივლისს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორს" დაუპირისპირდება.
თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის ამბავი, რა თქმა უნდა, მხოლოდ შენგელიას გამო მოგიყევით, მაგრამ სამწუხაროდ, ის ბოლო 2 შეხვედრაში
სათადარიგოა.