ლევან შენგელიას გუნდმა ლიდერს საოცარ მატჩში სძლია - ჩვენებური კვლავ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 32-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" სახლში 4:3 დაამარცხა ლიდერი "ისტანბული".

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა 85-ე წუთზე ქონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ამ გამარჯვებით "ქონიასპორმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

"ქონიასპორი" 18 ივლისს გასვლაზე "ტრაბზონსპორს", ხოლო 26 ივლისს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორს" დაუპირისპირდება.

თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის ამბავი, რა თქმა უნდა, მხოლოდ შენგელიას გამო მოგიყევით, მაგრამ სამწუხაროდ, ის ბოლო 2 შეხვედრაში
სათადარიგოა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხაროდ არ წაუვიდა თამაში კონიაში ერთი გოლი მთელ სეზონში შემტევისთვის ძალიან ცოტა შემტევმა გოლები ან საგოლე გადაცემები თუ არ გაკეთა ეს არის უარყოფითი შედეგი ფეხბურთელისთვის ეს ხო მცველი ან საყრდენი არაა რო ართმევები და ჩაჭრების სტატისტიკა დაუთვალონ შემტევს უთვლიან გოლებს და ასისტებს რასაცც ვერ გააკეთა მთელ სეზონში შენგელიამ სამწუხაროდ დროც მისხეს და ნდობაც მარა მისმა ტრანსფერმა ცერ გამართლა კონიასთვის
გიორგი
00:55 14-07-2020
0
შენგელიას თურქეთში გადასვლა იყო დიდი სისულელე. აბა რამდენ ლაიქს დააგროვებს :))
გადასარევი გიორგი
03:59 14-07-2020
10

სიახლეები პოპულარული