ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ისრაელის ჩემპიონს მწვრთნელად თემურ ქეცბაია სურს

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა sigmalive-ის ინფორმაციით, ფამაგუსტის "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელის საკუთარ გუნდში ხილვით ისრაელის ჩემპიონის, თელ-ავივის "მაკაბის" კვიპროსელი ბერძენი პრეზიდენტი ჯეკ ანგელიდისი არის დაინტერესებული.

ებრაული მედიის ინფორმაციის მიხედვით, ანგელიდისი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ნომერ პირველი პრიორიტეტი თემურ ქეცბაია გახლავთ.

თუმცა, კვიპროსული პრესის ცნობით, რა თანხაც უნდა შესთავაზონ, თემურ ქეცბაია ისრაელში არ წავა. ქართველმა ისეთი კაცის ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომელიც კონტრაქტს არ წყვეტს და პროექტს შუა გზაზე არ ტოვებს.

ამას გარდა, თემურმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის "ანორთოსისის" მომზადება და მისი მიზანი 2020/21 წლებში კვიპროსის ჩემპიონობა
და გუნდის ევროტურნირებზე დაბრუნება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ