საბა ლობჟანიძე 4500 ლირით დააჯარიმეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში მკაცრად აკონტროლებენ კორონავირუსით გამოწვეული ახალი პროტოკოლის დაცვის წესებს და მისი დარღვევისათვის არც ფულად ჯარიმებს ერიდებიან, რომლითაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძეც "დააჯილდოეს".

თურქული პრესის ინფორმაციით, "ანკარაგიუჯიუს" მთავარი მწვრთნელი, კლუბის წარმომადგენელი და 4 ფეხბურთელი დისტანციის არდაცვისა და პირბადის გარეშე ყოფნის გამო 4500 ლირით დააჯარიმეს. მათ შორისაა საბა ლობჟანიძეც.

აღნიშნული "დანაშაული" დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლებმა "გალათასარაისთან" მატჩში ჩაიდინეს, რომელშიც სტუმრებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საბას წარმატებები(ალ რა დასაწერია მაგრამ ცეცაძეზე ახალი ამბები რატო დაიკარგა :))))მოგვაწოდეთ ინფორმაცია ბოლო ორ სამარცხვინო თამაშზე მისი ხელმძღვანელობით
L.J.
17 ივლისი 2020 18:26
5
ოო, ცეცაძემ ხომ იწუწუნა გუნდი ტაქტიკურად გაუნათლებელი დამახვედრესო, ჰოდა ახლა გაანათლა თვითონ და თითო თამაშზე ხუთ ბურთს უშვებენ. აი ცეცაძის ფაქტორი.
გენა
17 ივლისი 2020 21:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული