business-gazeta: ჰიპერპროგრესული კვარაცხელია სხვა რუსულ ან უცხოურ კლუბში არ უნდა გაუშვან

AutoSharing Option
business-gazeta-მ "რუბინისა" და "როსტოვის" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია. გამოცემა და გულშემატკივრები ქართველი შემტევის შენარჩუნებას ითხოვენ.

ტალანტი, რომლის გარშემოც გუნდი აშენდება
კვარაცხელია უკვე გახდა "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელი. კლუბი ვალდებულია მომავალ სეზონში ის შეინარჩუნოს

"რუბინმა" საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩაატარა და "აკ ბარს არენზე" უგოლო ფრე დაფიქსირდა. ეს მატჩი არც ერთი გუნდისთვის არაფერს არ წყვეტდა და რომ არა კვარაცხელიას ძალისხმევა, საერთოდ არათვალსასეირო გამოვიდოდა.

19 წლის ქართველი მატჩის ცენტრალური ფიგურა გახდა, მარტომ იმდენი მომენტი შექმნა, რამდენიც ერთად აღებულმა ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და როგორც
მოსალოდნელი იყო, საუკეთესოდ აღიარეს.

კვარას შენარჩუნება აუცილებელია

ხვიჩამ "როსტოვთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამინდელ "რუბინში" მასზე უკეთესი შემსრულებელი არ არის. სეზონის სტარტზე ის მეურვეებს მხოლოდ მოტყუების გამო ატყუებდა და გასაკვირი არ გახლდათ, რომ რომან შარონოვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა. ახლა კი მისი გარღვევები თამაშს უფრო ამწვავებს. დიახ, კვარა ახლაც ზედმეტად ერთობა თამაშით და ხშირად დროულად არ იძლევა საჭირო გადაცემებს, მაგრამ აღარ ნახავ, რომ მუტყუების შემდეგ მოედანზე განივად ან საერთოდ თავისი საჯარიმოსკენ მიდიოდეს. თუ ხვიჩა მეტოქეს გასცდება, სიტუაციას ამწვავებს და როგორც მინიმუმ ერთ მოწინააღმდეგეს ზურგსუკან იტოვებს.

ამ მატჩში სოლო-რეიდები განახორციელა, რომელშიც მეტოქის ოთხი მცველი იყო ჩართული. თუმცა, შედეგიანობის საკვანძო მაჩვენებელი დრიბლინგებისას მასზე თამაშის წესების დარღვევები გახლდათ. კვარაცხელიას შეჩერების მცდელობისას მარტო პირველ ტაიმში "როსტოვის" ოთხმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

კვარაცხელიას ახლა მართლაც არ ჰყოფნის ზუსტი დარტყმები, ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ 3 გოლით გუნდის მეორე ბომბარდირია, მაგრამ მომენტების თუნდაც 30% რომ გამოეყენებინა, დიდი უპირატესობით ლიდერებში იქნებოდა, უკიდურეს შემთხვევაში "რუბინის" ფეხბურთელთა შორის.

თუ რაიმე მეზიზის გამო ფეხბურთელის ჰიპერპროგრესი არ შეჩერდება და მოუმატებს მოედნის ხედვასა და დასარტყმელი მომენტის შერჩევისას, "რუბინის" ნახევარდაცვისთვის იდეალური მოთამაშე გახდება, რომელზეც შესაძლებელი გახდება გუნდის მთელი თამაშის აგება.

ხვიჩა ახლა ახალგაზრდა გიოკდენიზ კარადენიზს მოგვაგონებს, მაგრამ თურქს ზრდასრულ ასაკში საჭირო მომენტში დარტყმის უზადო ალღო გამოარჩევდა. სწორედ ეს თვისება აკლია "რუბინის" მთავარ ტალანტს. ყაზანელებისთვის მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია არ გაუშვან ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელსაც უკვე მიაქციეს ყურადღება უცხოურმა კლუბებმა".

"რუბინის" ფანები ჩვენებურს აქებენ და მის შენარჩუნებას ითხოვენ. აი, კლუბის სოციალურ ქსელებში რამდენიმე მათგანის გამოქვეყნებული კომენტარი:

- პირველად მრავალი თვის მანძილზე საინტერესო იყო "რუბინის" თამაშის ცქერა და ყველაფერი ეს ამ ბიჭის დამსახურებაა. Квара the best!

- ხვიჩა "კრასავა"

- ვის ეპარებოდა ეჭვი. იმედია, მომავალ სეზონში ხვიჩა ჩვენგან არსად არ წავა.

- გუნდი ათამაშდა და თუ კარგი ფული შემოგვთავაზეს, ხვიჩას გავყიდით? ასეთ შემთხვევაში გუნდი ისევ ვერაფერს ვერ მიაღწევს.

- ბიჭებო, ჩვენთან ახალი დომინგესი იზრდება და მას კვარა ჰქვია.

- "ზენიტმა" მას ნებისმიერ შემთხვევაში თვალი დაადგა.

- ვფიქრობ, ხვიჩას ტოპ-ჩემპიონატში დიდი მომავალი აქვს. ერთი სეზონი უნდა გაჩერდეს და მერე "კრასნოდარში" და "ზენიტში" კი არა, ტოპ-ჩემპიონატში უნდა მოუსვას.

- თუ 15 მილიონად გაყიდიან და თავად გადაწყვეტს წასვლას, "კრასნოდარს" 2-3-ჯერ მაღალი ხელფასი შეუძლია შესთავაზოს.

- მაინც გაყიდიან, უკანასკნელ 10 წელიწადში ჩვენთან არც ერთი ტალანტი არ გაჩერდა.

- თუ გაყიდვას მოუნდომებენ, გაფიცვა უნდა მოვაწყოთ.

- ქართველების გარეშე "რუბინი" არ არსებობს.

- ეს პრემიერლიგაზე საუკეთესო დრიბლინგი იყო.

- არის ინფორმაცია, რომ "სპარტაკის" ახალ გენერალურ დირექტორ გაზიზოვს სურს მისი შეძენა.

- გთხოვთ, არ გაყიდოთ, რაღაც კარგი მაინც დატოვეთ კლუბში.

- კონტრაქტში უწერია, რომ თუ კარგი ევროპული კლუბი მოინდომებს მის შეძენას, ჩვენი კლუბი ვალდებულია გაუშვას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ეს გასაგებია კვარაცხელია წარმატებები ამ მაგარ კაცს მაგრამ ამ ჩკვეტაძეზე არაფერს წერთ სადა ეს ბიჩი რო გაგვაგებინოთ რამე დაწეროთ ჩაკვეტაძეზე კაი იქნება გვატერესებს გულ შემატკივრებს?
Irakli
09:36 19-07-2020
0
ილიას! ექიმს ეჩვენე. დამიჯერე არ გაწყენს.თავში ნახერხი გიყრია ილიკოოო
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
22:28 18-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული