ლევან შენგელიას გოლი - 2:3, მოპოვებული პენალტი - 3:3, საგოლე გადაცემა - 3:4 და "ქონიასპორი" სუპერლიგაში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან შენგელიას ბენეფისი

თურქეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" და საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" ითამაშეს.

"ქონიასპორმა" გასვლაზე საოცარი მატჩი 4:3 მოუგო მეორე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორს". შენგელიამ 39-ე წუთზე შეცვალა იევტოვიჩი, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ტრაპიზონელები 3:1 დაწინაურდნენ, 81-ე წუთზე შენგელიამ ანგარიში შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი შეამცირა.

88-ე წუთზე ლევანი დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და სკუბიჩმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

ხოლო 90+1-ე წუთზე ტიურამმა შენგელიას
პასით თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, რაც მაგრად მთელი ჩემპიონატი ვერ ითამაშა, ჩვენებურმა ბოლოს ერთბაშად აინაზღაურა და თავისი გუნდი სუპერლიგაში დატოვა, "ტრაბზონსპორი" კი მეორე ადგილს დასჯერდა - ჩემპიონი "ისტანბული" გახდა.

"ფანატიკი" აღნიშნავს, რომ ქართველი შემტევი მოედანზე უდავოდ საუკეთესო და მატჩის გმირი იყო.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, "ანკარაგიუჯიუ" საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა "ანტალიასპორთან" და ქვედა დივიზიონში გავარდა. ლობჟანიძე სასტარტოში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მგონი კრიტიგამ დადებითად იმოქმედა ამ ბიჭზე
gio
20 ივლისი 2020 23:30
0
აიწყვიტა! ნეტა ნაკრებში აიშვას ასე!
მწრთვნელი
20 ივლისი 2020 20:57
0
Ar unda gadasyliyo saba turqetshi, da arc aravin ar unda gadavides
Liova
20 ივლისი 2020 19:03
1
კი მარა 81-ე წუთამდე რას აკეთებდა შენგელია, მერე რომ დაიწყო შედეგოანი თამაში, პრინციპში მივხვდი, თურქები ანერვიულა.. წარმატებები შენგელიას და საბას
გიო
20 ივლისი 2020 17:25
1
ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება რომ თამაში გაყიდული იყო.ვისაც ფეხბურთი უთამაშია ადვილად მიხვდება.
ზაზა
20 ივლისი 2020 16:56
3
სად იყავი შე კაცო ამდენი ხანი, ააეთი ცაცია ბევრი არ მინახავს საქართველოში, ყოჩაღ! მინიგმირობა ჩაიდინა
п
20 ივლისი 2020 04:50
1
დინამოში რო იყო რამის ყოველი მეორე გოლი ასეთი გაჰქონდა
ჯონი
20 ივლისი 2020 12:43
0
მაგრად ითამაშა - ჩოხ საღოლ. ისე, რა მაინტერესებს იცით: ამ შუაღამეზე "ისტანბულის" ქულების თვლის მეტი საქმე არა გაქვთ? სწორად უწერიათ, რას ერჩით? ამ ტურის წინ "ტრაპზონსპორს" ჩემპიონობის შანსი ჰქონდა, ვინაიდან 2 ტურით ადრე 4 ქულით ჩამორჩებოდა.
აბესალომი
20 ივლისი 2020 03:35
0
ori turi rogoraa 18 gundia da 34 tamashi. erti tyri rcheba da 69 kula acvs da 65 rkneboda trabzons.tvla ra shuashia obiekturi analizia kargi
Kemba
20 ივლისი 2020 13:33
0
შენგელიას გმირობაზე გული მიგრძობდა იმენა , საბაზე რა ვთქვა
ლაშა
20 ივლისი 2020 02:46
0
magrad itamasha da kargia!!! magram ai gazviadeba nu icit istambuli 69 kulitaa da isedac chempioni xdeboda veraferi sheushlida. romc moego trabzons 65 uxdeboda. cota obiekturoba daicavit
Kemba
20 ივლისი 2020 02:41
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული