ხვიჩას ზედა ზღვარი არ გააჩნია, არშავინის დონის იქნება - რუსი ჟურნალისტი

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი და ის ლონდონის "არსენალის" ყოფილ შემტევ ანდრეი არშავინს შეადარა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული ვარ. თუ "რუბინი" ამ ფეხბურთელს შეინარჩუნებს, შესაძლოა, არშავინის დონის მოთამაშე დადგეს. მე ვგულისხმობ ფეხბურთელს, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში საუკეთესო იქნება.

ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, სადმე შორს თუ არ გაყიდეს. მასთან ერთად რუსეთის პრემიერლიგას ტოპ-5 გუნდის ნაცვლად ტოპ 6 ეყოლება და ეს "რუბინი" იქნება.

ჯერ-ჯერობით, ისე ჩანს, რომ ხვიჩა
კვარაცხელიას ზედა ზღვარი არ გააჩნია,"- განაცხადა ეგოროვმა.

მომზადებულია Business Online-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
არშავინი ისე წამოარტყამენ ხელს ვითომ საქართველოს ყოლია მასზე უკეთესი იგროკები მან იმ თქვენგან ნაქებ ქინქლაძეზე დიდი ფეხბურთიც ითამაშა და ინგლისის პრემიერლიგაში გაცილებით დიდი კვალი დატოვა შეადარეთ მისი დროინდელი არსენალის სიძლიერე და მერე გასავარდ ზონაში მყოფი სიტი ქინქლაძის პერიოდში + ტექნიკაში თუ არ აღემატებოდა არაფრით არ ჩამორჩებოდა ქინქლაძეს სისწრაფეში კი 10 - 0 მოუგებდა ყველა კროსში და საერთოდ ქინქლაძეს არშავინი კი არა მეორე რუსი კანჩელსკისი მანჩესტერში რომ დაფრინავდა 5 სეზონი იმასაც არ უნდა შეადარო არშავინს მით უმეტეს. არშავინი არ იყო პირადად რომ გააგდო ჰოლანდია მერვედფინალში და პირადად რომ ააღებია უეფას თასი ზენიტს ახლა კი გადახედეთ რომელიმე ქართველმა ფეხბურთელმა ამ რეგალიების ნახევარს მაინც თუ მიაღწია როდესმე უცხოეთში და დასკვნები თავად გამოიტანეთ. და ეგ თქვენი ბანალური ურაპატრიოტული ფსიქოზი უკვე სასაცილო მდგომარეობაც აღარაა ეს გაფარჩაკებაა საკუთარი მეს და დამცირება საკუთარი თავის. სიმართლე თვალებს არ უნდა უბნელებდეს ადამიანს ის რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს მისთვის.
Polonius
12:05 21-07-2020
8
კვარაცხელიას ნორმალური გუნდი და ტოპ ჩემპიონატი სჭირდება. ესპანეთში კარგად გამოაჩენდა თავს. წარმატებები.
მერაბი
09:25 21-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული