ხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვარაცხელია ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში როგორც ყოველთვის აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, მან პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, მაგრამ მეკარე მაკსიმენკომ არ გაატანინა. მე-40 წუთზე სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო 44-ეზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და აირტონმა მოცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შემტევი პენალტზე შეგნებულად წავიდა და გამოცდილი ფეხბურთელივით ყველაფერი მოხერხებულად გააკეთა. თერთმეტმეტრიანით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩამ მოედნის ცენტრში ჟიგო და კრალი მოატყუა, საჯარიმოში
იგნატიევს უპასა, მას კი გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. მერე ის ისევ გაექცა მეურვეებს და დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ყაზანელთა კარში ისევ პენალტი დაინიშნა და ლარსონმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

არბიტრ კუკუიანს შეეძლო ხვიჩას საჯარიმოში წაქცევისათვის 90-ე წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჩვენებურს სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და "სპარტაკის" მცველ ჯიქიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.

"რუბინმა" ჩემპიონატი 35 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა - კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა, ხოლო დავითაშვილმა - 2.

მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტი აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ლევანს: მადლობა თქვენ. აქ ისეთი სისულელეებისთვის ლანძღავენ ერთმანეთს, გაოცდები კაცი. მაგალითად, მესის და რონალდოს ფანები. ისე განიცდიან, გეგონება მათი ახლობელი იყოს ან ერთი და ან მეორე. ეს ერთგვარ ამოჩემებად მიმაჩნია, უფრო მკაცრ გამოთქმას არ ვიხმარ. თქვენ ისედაც მიმიხვდებით.
აფრასიონი
23 ივლისი 2020 14:47
1
შენ გულშემატკივრის მნიშვნელობა გეტყობა არ იცი არა? ნებისმიერ სპორტის სახეობას თავისი ქომაგები ყავს, მაგრამ ყელაზე გამორჩეული მაინც ფეხბურთის ფანებია, და რა გიკვირს შე კაი ადამიანო თუ ვინმეს თავისი კერპები ყავს?! მე მაგალითად ბარსასდა მესის დიდი გულშემატკივარი ვარ და ორივეც ძალიან მიყვარს. აბა ფანი რისი ფანია, თუ არ განიცადა გამარჯვებაც და მარცხიც საყვარელი გუნდის? გეტყობა შენ მაგარი პასიური იქნები.
აფრასიონს გიგა
23 ივლისი 2020 15:06
3
არ გამხადა ხვიჩამ და ზურიკომ რუბინის გულშემატკივარი? ქგგალე ბოშეფ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23 ივლისი 2020 14:25
0
კუკუიანი ეძახე და მშვენივრად კი იმსაჯა.
მიდი კუკუ!
23 ივლისი 2020 12:16
3
სასაცილო ხალხი ხართ ზოგიერთები,საბა ჩქარა წადი მაგ ჭაობიდანო,ჯანო დაღუპესო,ასათიანიო...ახლა გაკარგდა რუსეთის ლიგა თუ რაშია საქმე? თუ ჯერ პუტინსა და ფსბ და რავი კიდე ვის არ გადაუწყვეტიათ კვარას ჩაძირვა? ექიმს ეჩვენეთ ხალხოოოო
დ.გ
23 ივლისი 2020 10:40
5
Winaswar viwvi belarusis da somexi mcvelebis sacodaobit!
Gabo
23 ივლისი 2020 09:35
0
ლევანს: საკმაოდ საინტერესო და ყოველმხრივი მიმოხილვებია, სპორტულ საიტზე მუდამ ღრმა ლიტერატურული ენით ვერ დაწერენ, რადგან არსებობს საფეხბურთო ტერმინები, ჟარგონები. მე მაგალითად, სიამოვნებით ვკითხულობ და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია არ წაიკითხოს. ვუსაყვედურებდი, რომ უფრო ვრცელი ვიდეო დაედოთ, თორემ უპასას დაწერენ თუ გადაცემა გაუკეთას, ამას რაიმე დიდი მნიშვნელობა არა აქვს. დიდაქტიკაც არ მიმაჩნია მართებულად. იმედია, არ მიწყენთ.
აფრასიონი
23 ივლისი 2020 04:43
7
კარგია ძამია, გვასწავლე წერა-კითხვა,თორემ დეგრადირდა ერი დაბერი.
ზას.
23 ივლისი 2020 14:14
2
არა აფრასიონ, ქართველებმა ერთმანეთთან ზრდილობიანი ლაპარაკი და ერთმანეთის მოფრთხილება ვისწავლოთ და ჩემგან განსხვავებული აზრის ქონას როგორ გიწყენთ. პირიქით, მადლობა დელიკატურობისთვის
ლევანი
23 ივლისი 2020 10:21
0
ყველა გამოხმაურება
უპასა და მომპასი კიდე, წერეთ ქართულად...
ლევანი
23 ივლისი 2020 03:27
2
უდავოდ დიდი იმედია ნაკრებისთვის, მითუმეტეს როცა ჩაკვე არ ჩანს.რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ კარგი ფიზიკა აქვს და სწრაფი და ტექნიკურია, მეტოქეზე პირდაპირ მიდის, პასიც კარგი იცის, მაგრამ ნაკლიც აქვს, კარების ჩარჩოში მოხვედრა უჭირს. ეს კი ფეხბურთში მთავარია. თუ მიზანს გაასწორებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, თან ტრამვისკენაც არაა მიდრეკილი, ოსტატურია მაგ მხრივ. ერთადერთი, მიზანი აქვს გასასწორებელი. გამოგვადგება, კარგია
ვასო
23 ივლისი 2020 01:11
2
კი სიზუსტე აკლია, მაგრამ პლიუსი ისა აქვს კიდევ რომ ორივე ფეხით ურტყავს თანაბრად. ცალფეხა არაა ამის თქმა მინდა
დავით67
23 ივლისი 2020 19:09
0
ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იზრდება
mgeli
23 ივლისი 2020 00:32
2
კი, ჩაკვეტაძესავით
:)))
ილუზიებიიიიი
23 ივლისი 2020 12:12
6
ჩემს აზრით ამ თამაში მააჯები აშკარად ეხმარებოდნენ სპარტაკს ბოლოს იქაც იყოო ხვიჩაზე პენალტი და არ დაუდეს
გიო
23 ივლისი 2020 00:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული