სლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

AutoSharing Option
შესაძლოა, კარგი თამაშის შემდეგ გვიყვარს ხოლმე ფეხბურთელებისადმი დითირამბების მიძღვნა, უფრო ახალგაზრდებისადმი ავანსად და ხანდახან ამის გამო გვსაყვედურობენ კიდეც, მაგრამ როგორ არ უნდა აღნიშნო ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული ბურთაობა?!.

მით უმეტეს, როდესაც 19 წლის ქართველი შემტევით ყველა აღფრთოვანებულია და ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს.

კვარაცხელიამ მართლაც კარგად ითამაშა "სპარტაკთან", მოედანზე დაჰქროდა, ფლანგებს იცვლიდა, მეურვეებს ატყუებდა, სისწრაფითაც სჯაბნიდა და პარტნიორებს გადაცემებსაც არ უგვიანებდა. მოკლედ, თვალსა და გულს ახარებდა.

"ხვიჩამ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. კარში ურტყამს ბურთს, მარცხენა და მარჯვენა ფრთიდან გაურბის ოპონენტებს. პირველი
ტაიმის დასასრულს კი აირტონს ატყუებს და მას ისღა დარჩენია, წესების დარღვევით შეაჩეროს", - წერს "რუბინის" საიტი.

მან ერთი პენალტი მოინადირა და 90-ე წუთზეც შეეძლო მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ ამ შეხვედრაში მეოთხედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეტყობა, აღარ ჩათვალა საჭიროდ. არადა, მეკარე მაკსიმენკომ საჯარიმოში წააქცია. პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის აღნიშნულ ეპიზოდზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს და პასუხიც მიიღეს.

- როგორ შეაფასებდით ბოლო წუთებზე არდანიშნული პენალტის ეპიზოდს? ჩვენ ისე დავინახეთ, რომ მაკსიმენკოზე ფოლი იყო.
- მეც ასე დავინახე.

სლუცკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა შეასრულეს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული, გუნდს 4 დღით დაასვენებს და ორშაბათიდან ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

გულშემატკივრები კი შიშობენ, რომ ხვიჩას პრემიერლიგის უფრო მდიდარი კლუბი შეიძენს და მათ საიტზე ჩემპიონ "ზენიტის" ფანების კომენტარები გაკეთდა - ისინი წერენ, რომ 36 წლის იური ჟირკოვი გუნდს ტოვებს და მარცხენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერი მე მგონი შენ ხოკეის უყურებდი
გიო
25 ივლისი 2020 17:16
0
2000 წელს ანკონაშინი იტალიასთან მართლა მსახიობურას წაიქცა დელ პიერო და ის ეგრევე დადო მსაჯმ. უბრალოდ ორივე გუნდოს რენომეს გააჩნია ხოლმე. კარგ გუნდებს უფრო “უმართლებთ” მსგავს სიტუაციებში და მათ სასარგებლოდ უფრო “ხედავენ” მსქჯები დარღვევას. გააჩნია ვინ ვის ეთამაშება.

დელ პიერო და ტოტი იმ აფერისტობის შემდეგ შემძულდა
Del Piero
23 ივლისი 2020 15:09
1
ხო და სპარსულ არაბულ თურქული ლექსიკით გაძეძგილი(ასეც რო არ იყოს) ენა რატომ უნდა გვიყვარდეს მეგრელებს მშობლიურ მეგრულზე მეტად?სხვათაშორის ბულბული სპარსული სიტყვაა და მეგრულად მას მაფშალია ქვია
ბაჩი
25 ივლისი 2020 23:02
1
100 პროცენტიანი პენალი იყო ეგ , გაექცა ბურთი მეკარეს და ხელი ფეხზე წამოჰკრა რამაც წონასწორობა დააკარგვინა ხვიჩას , ასეთ მომენტებზე მხოლოდ პენალტი კიარა გაძევებული მეკარეებიც ბევრი მინახია
ემირ
23 ივლისი 2020 14:53
1
მასე არც სინდისი უნდა დავწეროთ და არც ნამუსი, რადგან ერთი სპარსულია და მეორე თურქული და კიდევ: რა ვიცი, რამდენი სიტყვა არ უნდა ვიხმაროთ. ხო, მართლა, თამაშიც თურქულია. ნუ უწუნებთ ენას, ის შეუსწორეთ, რომ უფრო დიდი ვიდეოები დადონ.
ავთო
23 ივლისი 2020 14:05
0
ასაკის მომატებასთან ერთად ხშირი თამაშით კლასიც და გამოცდილებაც მოვა!! მარა ორივე ეპიზოდში პენალტის მოპოვების ეპოზოდი იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული უბრალოდ ბოლოს მსაჯმა აღარ დადო თორე იყო დასადები.
ზურა
23 ივლისი 2020 13:19
0
დითირამბ-ი (დითირამბისა) [ბერძ. dithyrambos] 1. Zvel საბერძნეთში _ ჰიმნი, საზეიმო საგუნდო სიმღერა ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად; მოგვიანებით _ სახოტბო ლირიკული ლექსი. 2. წიგნ. გადატ. გადაჭარბებული შექება, _ დიდება, ხოტბა. დითირამბებს უგალობს. _ არ აქვს უფლება ლითირამბების მუდამ ერთი მიმართულებით აღვლენისა (ა. გაწერ.). ავტორი გვთავაზობს პათეტიკურ, მყვირალა დითირამბებს (ჯ. თითმ.). სწორედ მას ( მაყურებელს) მსურს ვუძღვნა დითირაბი («ლიტ. საქ.»).
zurab
23 ივლისი 2020 12:04
1
ეს "დითირამბები" რა ტერმინია, საიდან იგონებთ (თუ გადმოწერეთ რუსულიდან).
ქართველი ჟურნალისტების განათლება ისევ დიდ პრობლემად რჩება (მათ შორის სპორტულ ჟურნალისტებშიც). შემთხვევითი ხალხი ჯღაბნის ათას სისულელეს და უნიჭობას, ან მიკროფონით დარბის ქუჩაში. შვილმკვდარ მამას პირში თხრიან მიკროფონს კაცი როცა ახლობლებს პირადად ესაუბრებოდა.
აი, ეს ხართ
23 ივლისი 2020 10:19
5
ე ბიჭო ამ თამაშის ჩანაწერი ხო გაქვთ? თუ არ გაქვთ და მოპოვებას რა უნდა? ატვირთეთ რა ერთი წესიერი ვიდეო სადაც იქნება ამ ბიჭის ყველა მომენტი არა მარტო სუპერ დრიბლინგები და ასე შემდეგ არამედ ყველა გაცუდებულიც და შესრულებულიც, დავიჯერო ვერ უნდა მიხვდეთ ამ კომენტარის შემდეგ რა უნდა გააკეთოოთ?
სიმართლე
23 ივლისი 2020 10:16
0
მთელმა რუსეთმა აღიარა ქართველი და შენ რო ვერაფერი ნახე სხვა თამაშებს ხოარ უყურე?? ან იქნებ სხვა სპორტს უნდა უყურო? ბოლო 6 მატჩიდან 5 ჯერ გახდა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე MVP ასე რომ თუ შენ გაქვს პრობლემა შეფასებასთან დაკავშირებით ჯობია თავი შეიკავო და სხვა არ შეიყვანო შეცდომაში რასაც ეხლა აკეთებ მიზანმიმართულად
Jeris tomisgan
23 ივლისი 2020 12:32
2
მართალია. თამაში ვნახე და იმდენი ბურთი მიასულელა კვარაცხელიამ, რომ სლუცკის გარდა არცერთი მწვრთნელი მოედანზე არ გააჩერებდა. დრიბლინგებიც იყო რა თქმა უნდა. ორჯერ-სამჯერ მართლა კარგად გააკეთა ძალიან, მაგრამ იმდენ ბურთს კარგავს და იმდენ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ეს გამბედაობად ვერ ჩაითვლება, უფრო ზედმეტობაა მგონია. ზოგადად, პოტენციალი რომ აქვს ფაქტია. თუ მარტო დრიბლინგების იმედად არ დაიტოვებს თავს და იმუშავებს განვითარებაზე, შეიძლება ივარგოს, მაგრამ ჯერ ძაან შორსაა.
ჯერი
23 ივლისი 2020 12:05
22
Madloba fifias!!! Hakve, kvara,davitashvili. Eseni dinamos akademiis shedegia.
Gabo
23 ივლისი 2020 09:38
1
Kaci romelic moskpvis Spartans,cskas da krasnodars amxela problemas sheuqmni,warmomidgenia belarusis,somxetis da estonetis mcvelebs ras damartebs,,,
Gabo
23 ივლისი 2020 09:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული