კვარაცხელია: საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა და მომატება

AutoSharing Option
"რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლო ეტაპის სათამაშო ფორმით კმაყოფილია.

"სპარტაკთან" წავაგეთ, ეს ცუდია. ვფიქრობ, თამაში კარგი გამოვიდა. იყო მომენტები, რომელთა რეალიზება უნდა მოგვეხდინა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ვარჯიში და მომატება.

როცა ბევრს თამაშობ, ფორმას კარგად ინარჩუნებ. ამ ფორმამ საშუალება მომცა სეზონი კარგად დამესრულებინა", - ციტირებს ხვიჩას სპორტ-ექსპრესი.

altსლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია


მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარაცხელიას პროგრესი მახარებს, წარმატებებს ვუსურვებ სამომავლოდ.
თუმცა ჩაკვეტაძეზის ირგვლინ მომხდარ ცუდ ამბებზე ძალიან დამწყდა გული, აშკარად არ გაუმართლა ამ ბიჭს და სავარაუდოდ ლევან ყენიას გზას დაადგა((
რამდენიმე დღის უკან მოედანზე ვარჯიშისას უხერხულად დაეცა თავიდან იფიქრეს არაფერი იყო ისეთი თუმცა იმ ნაოპერაციევ ფეხზე სერიოზული შეშუპებაა წასული(( და ჯერჯერობით 2 კვირიანი შესვენება გამოუწერეს შემდეგ კი განიხილავაენ ხელმეორედ ოპერაციას((
ვწუხვარ და ვუსურვებ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბიჭი გამოჯანმრთლდეს და გამოავლინოს თავის პოტენციალი მაქსიმალურად.
დარსალია
23 ივლისი 2020 12:01
2
ამ ბიჭმა თუ არ დაიზარა და თავში თუ არ აუვარდა დიდი მომავალი აქვს, ცალკე დავითაშვილი, იმედია ჭაკვეც ჩადგება ფორმაში, მოკლედ სტადიონზე სიარულს დამაწყებინებენ ესენი ისე ვატყობ
Megreli
23 ივლისი 2020 17:05
1
ჩვენი იმედი ხარ კვარა, დინჯად და თავდაჯერებულად განაგრძე, ოღონდ არა თვითდაჯერებულად, ეს სხვადასხვა რამეა, ივარჯიშე, ვარჯიშის გარეშე ტრავმიანობამ რომ არ გაგაწამოს, შენი წარმატება საქართველოს წარმატება იქნება, ეს სულ გახსოვდეს, მთელი ქვეყანა შენ გიყურებს და გაკვირდება, გაგვახარეთ რა ბიჭებო, დაიჯერეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ!
vvv
23 ივლისი 2020 17:57
0
ადრე წავიდა ჩაკვეტაძე,ძალიან ადრე,ჯერ აქ უნდა გაემაგრებინა მუხლი,კვარავხელიაც ადრე წავიდა,ყენიაც,მჭედლიძეც,არაბიძეც.შეხედეთ კიტეიშვილს,ამათზე შედარებით გვიან წავიდა და რა სტაბილურია.ესენი კი იმ დატვირთვებს მიუჩვეველი,სულ ბავშვები წავიდნენ,ჯერ ფიზიკურად ჩამოუყალიბლები,იმიტომ ტრავმიანობენ სულ.ჩვენს კლუბებს 100000 რომ დაანახო დედას გაყიდიან.იმდენს ვერ ფიქრობენ რომ ორი წელი რომ შეინარჩუნონ,ნიჭიერი ბიჭები ჯერ ევროტურნირებზე ათამაშონ,შედეგიც იქნება,უეფას ფულებიც და ამ ბიჭების ფასიც 5-10-ჯერ მოიმატებს,მარა სადაა მოთმინების უნარი და ორი სამი წელი ლოდინი.ასე ცხოვრობს საქართველო სამწუხაროდ.დღევანდელი კვერცხით.ასე არ რომ არ გამოდის არაფერი არც სპორტში და არც ცხოვრებაში ამას ვერ მიხვდა ჯერ ბედნიერი ერი და კაი ხანს ვერც მიხვდება.იმიტომაც ვართ ყველაფერში უბადრუკები.ეჰ...
Master
23 ივლისი 2020 15:52
4
ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ელემენტარული პირობები არ აქვს სტაბილურად 5-6 გუნდსაც კი... სად უნდა გაიზარდონ?
საკლუბო მენეჯმენტია შესაცვლელი
დავით
23 ივლისი 2020 18:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული