nieuwsblad.be: ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ქვილითაიას კი - მცირე ტრავმა

AutoSharing Option
"გენტი" ახალი სეზონისთვის ემზადება და უკვე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - "ბრიუგესთან" (3:2), "ლანსთან" (1:1) და "ლიონთან" (2:3). გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერ არ უთამაშია, გიორგი ქვილითაია კი მხოლოდ "ბრიუგესთან" შევიდა შეცვლაზე. nieuwsblad.be სიტუაციას განმარტავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვილითაიამ, ბეზუსმა და ოჯიჯა-ოფოემ მცირე ტრავმების გამო ვერ მიიღეს "ლიონთან" შეხვედრაში მონაწილეობა, ჩაკვეტაძე გასულ კვირაში ვარჯიშობდა, თუმცა ნაოპერაციევ მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ასევე ტრავმირებულნი არიან იარემჩუკი და დეპუატრე, თუმცა ვარჯიში მაინც შეუძლიათ.

nieuwsblad.be ირწმუნება, რომ 28 ივლისს "მეცთან" საშინაო სპარინგში მწვრთნელ იეს ტორუპის
განკარგულებაში ბოლოს და ბოლოს იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ლიონთან" თავისი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს (იხ. სურათი).

ამის შემდეგ "გენტი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს - 1-ელ აგვისტოს გასვლაზე "ზულტე-ვარეგემთან", ხოლო 9 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს არის უპატრონობის ბრალი, პირველ რიგში ფედერაციის ბრალია. ბავშვს, უნდა ურჩიოს ვინმემ, რომ როცა ამხელა მომავალი გაქვს და მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეგიძლია გახდე, ფედერაციამაც და აგენტმაც უნდა იზრუნოს მასზე და საუკეთესო ქირურგებთან და ექიმებთან უნდა უმკურნალონ, ურჩიონ მაინც, რომ ფული გადაიხადოს, სოლიდური თანხები და სამაგიეროდ ტამასი გააგრძელოს. გენტმა გააფუჭა მაგ ბიჭი, ჯერ იმდენხანს ტრამვით ათამასეს და უკიდურესად დაუმძიმეს ბიჭს მდგომარეობა. აი მაშინ უნდოდა პატრონი, ამოეღო ხმა ფედერაციას, ან აგენტს, ბოლობოლო არ ეთამაშა ჩაკვეს, რას იზამდა გენტი, კონტრაქტს გაუწყვეტდა? გაეწყვიტა, არ სჯობდა? ეხლა ვსიო, დამთავრდა მაგის კარიერა. ეს არის უნიათო, უცოდინარი და კაპიკებს დახარბებული აგენტების და ფედერაციის ბრალი. როდემდე?
ვასო
28 ივლისი 2020 20:17
1
არსებობს კანონი საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ. არასრულწლოვნების გამყიდველებს და გადამყიდველებს რატომ არ იჭერენ?! ანანიძე 16-ს გაყიდეს, ყენია 17-ს. ყენიაზე ეყოთ გერმანელებს კანონიერება და სანამ 18 არ გახდა არ გაუფორმეს პრიფესიული კონტრაქტი. ვისაც აიძულეს ეთამაშა ძალიან ახალგაზრდას, პროფესიონალური ფეხბურთი ყველა დაინგრა: მჭედლიძე,ჯანო,ყენია,ჩაკვე... 2010 წელს როდესაც 22 წლის მიულერი ნაკრებში წაიყვანეს ს.აფრიკაში, ბაიერნის მენეჯერი ჰიონესი გადაირია - ჯერ ადრეაო და დაიწვებაო"
ფარი
25 ივლისი 2020 10:31
0
კარგი ექიმია საჭირო.ფედერაციაც დაუდგეს გვერდზე,არ მიწყინონ სხვებმა, მაგრამ სხვებზე რომ უფრო ნიჭიერია ფაქტია,ეს ერთა ლიგის თამაშებმაც ცხადყო და ასეთ ფეხბუერთელს მეტი ყურადღება და გაფრთხილება უნდა.წარმატებები და ჯანმრთელობას გისურვებ გიო!
კახა ქ.
24 ივლისი 2020 22:16
2
კვარაცხელია შეცვლის ნაკრებში დიდი ალბათობით! კანკავა გვილია კიდევ შუაგულში დადგებიან, აქედან ოქრიაშვილი შეუტევს და ქვილითაიაც გოლს გაიტანს ალბათ!
მწრთვნელი
24 ივლისი 2020 21:13
3
ჩაკვეს წასვლა ბელგიაში რა შედეგიანია თუ ვინმე გაამართლებს ხელები ამიწევია ამ დონეზე საქარტველოში ვერ იქნებოდა? თუ ვინმეს გონია განვითარდა მან ფეხბურტი არ იცის.
dato
24 ივლისი 2020 20:05
0
მახსენდება ძველი თაობების დინამო და არა მხოლდ ის. სად იყო ასეთი წლობით ნუხლების დასიება? მახსოვს ჩვენების მენისკები, წყვივები, კოჭები, ლავიწები და სხვა, მაგრამ 20 წლის ბიჭის მუხლი ამდენ ხანს (დასვენებულზე) ასე გართულებებული, ნუ, არ ვიცი რა ვთქვა...ექიმები არიყვნენ საქართველოში? ვინ მკურნალობდა მაშინ საზღვარგარეთ?

ან Dღეს, მარტო ბელგიაში მკურნალობენ? სხვაგან არ არის ექიმი? ვის ხელშია ეს ბიჭი, პატრონი არ ყავს? ფედერაცია რას უყურებს? არ ეხება თუ როგორ არის?
ლევანი
24 ივლისი 2020 19:19
0
არადა როგორ მეიმედება გიორგი მაგრამ უკვე შესაცვლელია რაღაც უკვე ორი წელი გადის რაც ტრამვა ვერ მოურჩინეს უფრო კვალიფიციური ექიმი უნდა აიყვანოს აღარაა იმის დრო ელოდოს.რა გახდა ამ ქვეყანაში კვალიფიციური კადრები რომ მოზარდობიდან განავითარონ ბიჭები
თემური
24 ივლისი 2020 15:57
0
ასე იცის ბავშვის გაშვებამ ღელედან ოკიანეში დაეწყო ჯანოს სინდრომი. ეს არასწორი განვითარების ბრალია სასწრაფოდ კანონია მისაღები 21 წლამდე არანარი ფეხბურტელის გაყიდვა უცხოეთში ეხლა ღმერთს ვთხოვეთ გიო იყოს ჯანმრთელად და მითუმეტეს კვარცხელია ტუ არა და წასულია ქარტული ფეხბურტის საქმე ჯერ რა იყო და მაგათ გარეშე ვსიო.
dato
24 ივლისი 2020 12:50
2
ეხ ისე ვატყობ მოვიღებ ახალ ყენიას
Kkk
24 ივლისი 2020 12:21
0
გელა ძაან მაგარია.
მიდი გელა!
24 ივლისი 2020 10:45
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული