sport.sm.news-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" სატრანსფერო გეგმები მიმოიხილა და საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას თემასაც შეეხო.
"ლოკომოტივის" სატრანსფერო პერიპეტიები
იმათ გარდა, ვისაც კონტრაქტი უმთავრდება, არიან ისინიც, რომელთა წასვლა მნიშვნელოვნად შეავსებს კლუბის ხაზინას
"ბრაიან იდოვუს შემდეგ გუნდის დატოვების მეორე კანდიდატი საბა კვირკველიაა. საჩემპიონო სეზონში ის ნამდვილი კედელი იყო, რომლის გავლა მხოლოდ ევროპული დონის მოთამაშეს თუ შეეძლო, მაგრამ გასული წლის დასაწყისიდან საბოლოოდ ჩამოჯდა სკამზე, სადაც თავიდან ტრავმას ირჩენდა, შემდეგ კი გუნდის ლამის მეოთხე ცენტრბეკი გახდა.
სამწუხაროა, რომ ქართველი, რომელმაც სიომინისგან მაღალ დონეზე
თამაშის შანსი მეორედ მიიღო, ერთ წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში პოტენციურ შემძენთა რადარებიდან გაქრა. 2019 წლის ზამთარში ხმა დაირხა, რომ ნისლიან ალბიონზე "ლესტერში"გაემგზავრებოდა, თუმცა ახლა ეს მხოლოდ ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია".
თუმცა, თავად საბამ sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ლოკოდან" წასვლა ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია, რომლებსაც საქმე არა აქვთ და სისულელეებს წერენ.