sport.sm.news: "ლესტერი" კვირკველიას აუხდენელი ოცნებაა - ის "ლოკომოტივის" დატოვების კანდიდატია

AutoSharing Option
sport.sm.news-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" სატრანსფერო გეგმები მიმოიხილა და საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას თემასაც შეეხო.

"ლოკომოტივის" სატრანსფერო პერიპეტიები
იმათ გარდა, ვისაც კონტრაქტი უმთავრდება, არიან ისინიც, რომელთა წასვლა მნიშვნელოვნად შეავსებს კლუბის ხაზინას

"ბრაიან იდოვუს შემდეგ გუნდის დატოვების მეორე კანდიდატი საბა კვირკველიაა. საჩემპიონო სეზონში ის ნამდვილი კედელი იყო, რომლის გავლა მხოლოდ ევროპული დონის მოთამაშეს თუ შეეძლო, მაგრამ გასული წლის დასაწყისიდან საბოლოოდ ჩამოჯდა სკამზე, სადაც თავიდან ტრავმას ირჩენდა, შემდეგ კი გუნდის ლამის მეოთხე ცენტრბეკი გახდა.

სამწუხაროა, რომ ქართველი, რომელმაც სიომინისგან მაღალ დონეზე
თამაშის შანსი მეორედ მიიღო, ერთ წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში პოტენციურ შემძენთა რადარებიდან გაქრა. 2019 წლის ზამთარში ხმა დაირხა, რომ ნისლიან ალბიონზე "ლესტერში"გაემგზავრებოდა, თუმცა ახლა ეს მხოლოდ ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია".

თუმცა, თავად საბამ sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ლოკოდან" წასვლა ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია, რომლებსაც საქმე არა აქვთ და სისულელეებს წერენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /

ვაი შენს პატრონა ავთოს: მე ირონიულად გავიხუმრე და ასეთ მარტივ რამეს ვერ მიხვდი, თანაც შეურაცხყოფას მაყენებ.
ავთო
21:57 25-07-2020
0
ავთო შენ მართლა გგონია რომ ანანიძე ფსბ-გააფუჭა? რა გეშველება არ გიფიქრია? ტრამვებს ფსბ აყენებდა ანანიძეს??? ათამდე დათვალე პასუხი ისე დაწერე. ისე ერთი კი სწორედ დაწერე-გიჟებთან დაკავშირებით.შენ კი მართლა ვეღარ გიშველის ექიმი,გამოლოცვა გინდა...ხა ხა ხა
.
ვაი შენს პატრონა ავთო
06:52 25-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული