ჯიქიამ და "სპარტაკმა" "რუბინი" და კვარაცხელია ვერ დაითანხმეს...

AutoSharing Option
РБК-ს წყაროზე დაყრდნობით, "რუბინმა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკს" არ მიჰყიდა და ოფიციალური უარი შეუთვალა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "სპარტაკი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ, თამაშს მოსკოველების გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი და ამავე თანამდებობის ყაზანელი რუსტემ საიმანოვი ესწრებოდნენ. "სპარტაკის" ხელმძღვანელი დაინტერესდა ხვიჩას შეძენის შესაძლებლობით, თუმცა უარი მიიღო.

"რუბინს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს. ამიტომ ხვიჩას გადასვლა რუსულ კლუბში თითქმის გამორიცხულია", - აცხადებს ინფორმაციის წყარო.

ასევე, "წყაროს" ცნობით, "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა და ცდილობდა კვარაცხელია მის კლუბში თამაშზე
დაეთანხმებინა, თუმცა ხვიჩამ უთხრა, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს.

"წყარო", რომელიც ქართველთან ახლოს არის, ადასტურებს, რომ მისით, ასევე, "კრასნოდარი" ინტერესდება, თუმცა სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ბავში ძაან ნიჭიერი, ეშმაკი და კარგი გაგებით ნაგლი ფეხბურტელია :)! სლუცკის სახით მწვრთვნელშიც გაუმართლა! მე რატომღაც მჯერა რომ მისგან მაგარი ევროპის დონის ფეხბურტელი გამოვა მინიმუმ !
რობი
22:24 26-07-2020
0
ესეთი ტალანტი 30 წელში მეორეა, ქინქლაზემ როგორც დაამტავრა, ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვისთვის, მაგრამ ამ კაცს, ჭკუაც უჭრის როგორც ვატყობ და დიდ სიმაღლეებზე ოცნებობს. მიარწევს კიდეც, თუ იშრომა, ღმერთმა აუსრულოს ნატვრა და ოცნება, მე მჯერავს, იშრომებს და მიარწევს კიდეც.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13:39 26-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული