მაკარიძე პრიმეირა ლიგის სეზონის სიმბოლურში

AutoSharing Option
whoscored-მა სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ვიტორიამ" უკანასკნელ ტურში "ბელენენსეშს" 2:0 სძლია და პრიმეირა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რაშიც ქართველი გოლკიპერის დიდი დამსახურებაა.

მაკარიძემ ჩემპიონატის 37 მატჩში 13-ჯერ შეინახა კარი "მშრალად" და გამოცემამ  მისი თამაში 6.8 ქულით შეაფასა.

გიორგი სეტუბალურ გუნდში "რიუ ავედან" 2019 წელს გადავიდა, საქართველოს ნაკრების ღირსება კი 14 მატჩში დაიცვა.

ის ადრე "ლე მანში", "დოქსაში", "ფეირენენსესა" და "მორიერენსეში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ გიოს წარმატებები!!! ნეტა რა უნდა ქნას ამ კაცმა მეტი ტომ ვაისის სიმბოლურშიც მოხვდეს ...
dima
21:10 28-07-2020
0
ქება და ქება ამ კაცს,მან ჩვენი ქვეყანაც გააცნო პორტუგალიელებს.პორტუგალიას კარგი ჩემპიონატი აქვს და იქ სეზონის სიმბოლურში მოხვედრა ძალიან მაგარი ამბავია.
წარმატებები გიო,ვამაყობთ შენით!
ქობულეთიდან
04:34 29-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული