აგენტი ღურწკაია: კვარაცხელია 15 მილიონზე მეტი ღირს - კიკნაძემ სრული უსუსურობა აჩვენა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა.

- კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. მას ერთი მინუსი უკვე აქვს და მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, ყველა დანარჩენი მინუსია: კონფლიქტი გულშემატკივრებთან, სიომინის დათხოვნა. გასაყიდად საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც შემადგენლობაში ჰყავდა. ის უკვე ერთი წელია მირანჩუკის გაყიდვას ვერ ახერხებს და გუნდში მურილიო და ჟოაო მარიო მიიყვანა. მან თავისი სრული უსუსურობა აჩვენა.

- კვარაცხელიას წასვლაში გასაკვირი რა იყო?
- ის გუნდში იყო,
ნახევარი წელი "ლოკომოტივში" ითამაშა და რანგით დაბალ გუნდში წავიდა. "ლოკომოტივში" იყო და ბრწყინავდა, მისი შემდგომი ფორმირების შესაძლებლობები მოჩანდა და კლუბში ყველა ძალიან თბილად ექცეოდა. თვით მირანჩუკებმაც კი მიიღეს.

- რატომ გაუშვეს ხელიდან?
- შეთანხმების მიღწევა არ შეუძლიათ.
- მართალია, რომ ხვიჩა 3 მილიონი ევრო ღირდა - ეს აგენტის კომპენსაცია და კიკნაძემ ფული არ გადაიხადა?
- დიახ. მოკლედ - ასეა. თუმცა, თუ ახლა დავურეკავთ რუსტემ ფიდაევის ძე საიმანოვს (რუბინის გენერალური დირექტორი - რედ.) და კვარაცხელიაში 10 მილიონს შევთავაზებთ, ერთ ადგილას გაგვაგზავნის. ასეთ თანხაზე არც დაგველაპარაკება. რა თქმა უნდა, ის 10 მილიონზე მეტი ღირს. ვფიქრობ, უკვე დღეს მისი ფასი 15 მილიონზე მეტია. თუ "რუბინი" ევროტურნირებამდე მიაღწევს, მისი ფასი "ძლიერ გაფრინდება". ის 19 წლისაა! მოედანზე ყველაფერს აკეთებს და როგორ შეიძლებოდა ასეთი მოთამაშის ხელიდან გაშვება?".

ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერლიგა 8-11 აგვისტოს აიღებს სტარტს და პირველ ტურში "რუბინი" სწორედ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კვარა 1 რიგში ჯუღელს უნდა დაეხსნას, სხვანაირად ევრ.არ ეღირსება, ჯუღელას იქ 0-ია და მაგას არ იზამს,
vaxo
12 სექტემბერი 2020 12:40
0
"Бегемот"ты сранный, закрой свой вонючнй хлебальник, по любому к тебе предьява, порядочных людей полеавеш! за "Спартаковски" бвзар тоже вопросы! балобол ты хренов!
ზაზა,
12 სექტემბერი 2020 10:46
0
თანამედროვე ფეხბურთელის მთავარი თვისება არის ფიზიკური გამძლეობა და ჯამრთელობა, რაც კვრაცხელიას აქვს, ამას ემატება სისწრაფე და კარგი ტექნიკა. დანარჩენს დახვეწავს.
ჭკუა თუ აქვთ ევროპულ გრანდებს უნდა იყიდონ.
las
30 ივლისი 2020 10:43
2
ლოკომოტივში ძმები მირანჩუკები,მართლაც ძალიან მაგრები არიან და ფლანგიდან კვარაცხელია თუ მიეშველებოდათ,გუნდი გაცილებით უკეთესი გახდებოდა.თუმცა აქ მეორე საკითხია ის,რომ ლოკომოტივში ამდენ სათამაშო დროს,ხვიჩას არავინ მისცემდა.ჩემპიონობისათვის მებრძოლი გუნდი,თავს ამდენის უფლებას ვერ მისცემდა და ხვიჩას განვითარება, ასეთი სწრაფი ვეღარ იქნებოდა.ბოლო თამაშებში კი,უკვე დიდი ხნის უთამაშებელი,ტრავმა მოშუშებული ჯეფერსონ ფარფანიც გამოჩნდა ლოკომოტივში და სავარაუდოდ,კლუბი მას უფრო ენდობოდა.ასე რომ ხვიჩას რუბინში წასვლა,ამ მხრივაც გამართლებული ჩანს.ჩემი აზრით მაინც.
სოსო
30 ივლისი 2020 09:30
1
Acadet, axla agenti gvinjilia gamova da ityvis, rom 15 ki ara, 25 limonia kvaras fasi!
Rava asulelebt im bavshvs, fexburtis tamashi acadet, mavneblebo
Gimzeri
30 ივლისი 2020 08:08
0
Dalocvilo, mag bavshvit fulis shovna jugels xom akvs chafikrebuli tavidanve, axla kide naxevari samegreloc daemateba.
Jer sada xar, acade.
Bagrat_Margveli
30 ივლისი 2020 13:39
0
ისე მართლა, ამას რომ კაცი გაუშვებს გუნდიდან ("*"ლეა) აბა რა არის.
ლაშა
30 ივლისი 2020 01:58
1
ხვიჩა დაიკიდე ფასი, დაიკიდე ფული და მიაწეიქი შენს ოცნებებს, ღმერთმა გაგიმარჯოს
emre
30 ივლისი 2020 01:05
0
კორონას პანდემიის შემდეგ საკაიფოთ ათამაშდა ბიჭი , მეორე ტალხა გვინდა ვირუსის და მერე მესი მონაგონი იქნება :) ეგ ხუმრობით , მართლა მაგარი ნიჭიერია , ყველაზე მეტად ის მომწონს "ჯილკიანია " და არააქვს ის განცდა რო ბევრად გამოცდილ და შედარებით სახელ მოხვეჭილ მცველებს ეთამაშება. რაც ქაია ქაიაააა. კიტეიშვიილი ჩაკვეტაძე კვარა ტაბიძე ვაკო , გვილია , მშვენიერი ფეხბურთელებია და უნდა შექმნან ბუნება ნაკრებში უეჭველი.
ემირ
30 ივლისი 2020 00:34
1
ემირ! ბუნება კი არა, ამინდი.
ემირ-ს!
30 ივლისი 2020 08:34
0
კარგია ხვიჩა, მაგრამ პასებს აგვიანებს ხოლმე და კარში დარტყმებიც დასახვეწი აქვს, თუმცა ჯერ ეგ არაფელი, იმუშავებს და დახვეწს ნაკლებს და მივიღებთ ტოპ კლასის ფეხბურთელს. წარმატებები ხვიჩას და მინდა,რომ მადრიდის რეალში ითამაშოს:)
გოგა
30 ივლისი 2020 00:21
4
მომავალი სეზონი გამოაჩენს რამდენად სასარგებლო და სტაბილური იქნება , დღეს ასე ჩანს რომ ევროპული დონის ვარსკვლავის მონაცემები აქვს
თამაზი
29 ივლისი 2020 23:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული