კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის გაორმაგდა - ქართველთა უმრავლესობის ღირებულება შემცირდა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა და ქართველი მოთამაშეებიდან ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2,2 მილიონი ევროთი გაიზარდა.

აპრილის დასაწყისში საიტი ხვიჩას 2,3 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონი ევრო გახლავთ. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ნაკრებში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს (6,7) და საბა კვირკველიას (5) ჩამორჩება.

გაიზარდა ხვიჩას თანაგუნდელ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც და 2,5 მილიონი ევრო გახდა. ამდენივე ღირს "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძეც, რომლის ფასმაც მოიმატა და ზურიკოს მსგავსად, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომლის ფასიც გაიზარდა, ოთარ კიტეიშვილი გახლავთ. ოთარს გერმანული საიტი 2 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ღირებულებაც პანდემიამდელ რიცხვს დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული გუნდის დანარჩენი მოთამაშეების სატრანსფერო ფასი შემცირებულია.




მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ. ახსოვდეს ქინქლაძის ისტორია, რომელიც მართლა ტალანტი და მოვლენა იყო ქართუილ ფეხბუთში, და მისი შეცდომები არ გაიმეოროს. დიდი სპორტი დიდი შრომა და დიდი ადამიანობაა
0
ხვიჩას ფასი უნდა იყოს ამჯამად 25-ხთ მილიონზე ზემოთ, ყველაფრის გათვალისწინებით. ანუუ, რათქმაუნდა პირველ რიგში ასაკი, მეორე, ასე სწრაფად რომ მოუმატა ტემპს და თამაშის ხარისხს..... ცესკასთან საუკეთესო ფეხბურთელად აგიარეს, მერე შინ როსტოვთანაც იგივე ჯილდო გადასცეს, და მერე 30-თე ტურში, სპარტაკთანაც იგივე დაიმსახურა, ანუ ბოლო 3-თამაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდენა მიანიჭეს, და ვისტან? რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო კლუბენტან ორთაბრდზოლაში....... ბრავო ხვიჩა!!!
Dato777
16:18 30-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული