კვარაცხელიას მამა: ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები გვაქვს...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ რუსულ Matchtv-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპული კლუბების შემოთავაზებისა, მის შვილს მუშაობის ლეონიდ სლუცკისთან გაგრძელება სურს.

"ხვიჩა თავად ამბობს, რომ ძალიან მოუმატა. თუმცა ისეც არ ხდება, რომ ერთ თვეში ფეხბურთელი მკვეთრად შეიცვალოს და ფეხბურთის უკეთ თამაში დაიწყოს. მადლობა სლუცკის უნდა გადავუხადოთ. ის კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება მისცა, უფრო მეტად გარისკვის ნება დართო.

ჩემს შვილს მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ცოტა ხნის წინ თვითონ მითხრა: "მამა, სხვა გუნდში გადასვლა არ მინდა, სლუცკის
ხელში კიდევ უფრო მოვუმატებ". ვუპასუხე, რომ რაც მას სურს, ის უნდა გააკეთოს.

ჯერ სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, რაზეც ვსაუბრობდით კიდეც. რუსულ ფეხბურთში გამოცდილება უნდა შეიძინოს, ფიზიკურად ძლიერი გახდეს, სხვანაირად აზრი არ აქვს.

მთელი ოჯახი დავსხედით მამუკასთან (ჯუღელი) ერთად, ვისაუბრეთ, განვიხილეთ საკითხები. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ სადმე წასვლა ნაადრევია. დიახ, ევროპული კლუბებიდან ინტერესი არის, თუმცა აჩქარება არ გვჭირდება.

ახლა ყაზანში კარგი მწვრთნელი მუშაობს, კარგი გუნდი შეკრეს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში გარკვეული მიზნებიც ექნებათ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი მონაცემები აქვს აშკარად, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი უნდა დახვეწოს. ზოგჯერ წარმოუდგენელ უაზრობებსაც აკეთებს, მარტივად კარგავს ბურთს. ევროპაში მისი ეხლა წასვლა ავტომატურად სკამზე მოხვედრას და განვითარების შეჩერებას ნიშნავს.
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩეს რუბინში (და არავითარ სპარტაკში და კიდევ სადღაც). რუბინზე მორგებულია და კარგადაც ვითარდება. გაისად კი ბატონო წავიდეს ევროპაში, თუ თავისი თავის იმედი აქვს. იმედია ჩაკვეტაძე-ყენია არ დაემართება ევროპაში.
ჯერი
31 ივლისი 2020 14:47
0
ერთ სეზონში მაგი უნდა მოახერხოს და ფისიკას მერე კიდევ მოუმატებს.
ddgfdf
31 ივლისი 2020 11:47
0
მანდ ბევრი რამე მოსამატებელი, განსაკუთრებით სისწრაფე, ტემპის კონტროლი-კოორდინაცია და რა თქმა უნდა ფიზიკა.
gff
31 ივლისი 2020 11:45
0
ხო, არ წახვიდე, რუსეთის პრემიერ ლიგამ იმდენი ვარსკვლავები გაუზარდა მსოფლიო ფეხბურთს მაგალითად .... ნუ ეხლა არ მახსენდება მარა მაინც, შენც კარგ გზაზე დააყენებენ, როგორც რუსებმა იციან ნებისმიერ სფეროში
იოანე
31 ივლისი 2020 11:28
2
ეს იცით რას გავს მახსბენს საბას კვირკველიას ზუსტათ 2 წელსში სათადარიგო გახდეა თუ შრომა უყვარს სასწრაპოდ ინგლისში ან გერმანიაში უნდა წავიდწს ისე მოისვრიან აზრზეც ვერ მოვა დამიჯერეთ ასეთი პაქტი ბევრი გვინახავს ჩვენს თვალწინ საბა მოიშორეს ახლახანს
gio
31 ივლისი 2020 11:21
2
"მის შვილს მუშაობის ლეონიდ სლუცკისთან გაგრძელება სურს."
zurab
31 ივლისი 2020 08:09
5
რუსთის ფეხბურთი, როგორც ზოგადად რუსეთი ჭაობივითაა: - ერთხელ თუ შეგიწოვა აღარ გიშვებს. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ნახავთ. თუ დროზე არ გადავიდა ევროპაში ვერ შედგება ფეხბურთელად. მიზეზი იქნება ტრამვები
ALONZO
31 ივლისი 2020 03:59
7
სწპრი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით. როცა იმ დონეს მიაღწევ რომ გუნდის აწყობას შენს გარშემო აპირებენ ეს დიდი მიღწევაა და ამ დროს არ უნდა გამოეთიშო გუნდს თუ გინდა ლიდერად ჩამოყალიბდე. როცა ლიდერის მენტალიტეტი გაუჯდება ფეხბურთელს მერე რაღაც პერიოდები ფორმიდანაც რომ ამოვარდეს მაინც შეინარჩუნებს სტაბილურობას და პროგრესს
იაგო
30 ივლისი 2020 23:06
3
ნამდვილათ კარგი მწვრთნელის ხელშია, მაგრად რომ დადგება ფეხზე მერე ევროპაშიც გაცილებით უკეთეს პირობებში იქნება
ალეკო
30 ივლისი 2020 20:55
3
ჯუღელი
ზორბეგი
30 ივლისი 2020 15:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული