ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქული პრესა: არველაძე "ტრაბზოსპორისაგან" მინიმუმ 3 მილიონს ითხოვს - შოთამ ცნობა უარყო

AutoSharing Option
ბოლო დღეებში თურქულ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე "ტრაბზონსპორისაგან" ხელფასის სახით მინიმუმ 3 მილიონ ევროს ითხოვდა, ანუ იმდენს, რა თანხასაც ამჟამად უზბეკეთში იღებს.

შოთამ 61saat.com-თან საუბარში აღნიშნული ცნობა უარყო და განაცხადა, რომ ფული მთავარი არაა.

"თავად "ტრაბზონსპორის" ხელმძღვანელობის მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. თუ ეს მოხდება, ხელფასის საკითხი ჩემთვის მთავარი არ იქნება.

მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს დიდი გასამრჯელო მოვითხოვე. როცა საქმე "ტრაბზონსპორს" ეხება, ის კაცი არ ვარ, ფულზე საუბარი რომ დავიწყო. შოთა არველაძე რომ
გავხდი, ეს ამ კლუბის დამსახურებაა.

ევროპაში იმიტომ ვითამაშე, რომ "ტრაბზონში" თავი კარგად წარმოვაჩინე. ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გუნდად დარჩება", - განაცხადა შოთამ.

შოთა არველაძე "ტრაბზონსპორის" რიგებში 1993-97 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად თურქეთის თასი მოიგო და 1996 წელს სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 2015 წელს კი გუნდის მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ