ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით
გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.

ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კვარას ამბავი ძალიან სასიხარულოაა ფაქტია რომ რუსეთში უკვე აღიარეს კვარაცხელია და ახლა დროა ისე ითამაშოს რომ უკვე ევროპამაც აღიაროს და დიდ კლუბში წავიდეს მომავალში დიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება და გიორგი ჩადგება იმ ფორმაში რაშიც ყველას გვინდა და საბა კვირკველიაც აკრიფავს ფორმას და დარწმუნებული ვარ ბელარუს გადავუვლით იმედი მაქვს რომ როგორც ბელგიაში წამოვიდა ოქროს თაობა ასე ნელ ნელა მოდის ქართულ ფეხბურთშიც ამისათვის ყველამ უნდა იმუშაოს მთავრობამაც ფედერაციამაც კერძო კლუბებმაც რომ უამრავი ტალანტია საქართველოში რომლებსაც პოვნა და ყურადღება სჭირდებათ 90 იან წლებში ქართველებს ევროპელ არგენტინელებს და ურუგვაელებს ეძახდნენ ისე თამაშობდენ ის ბიჭები და იმედი მაქვს ახალი თაობა იმ დონეზე ითამაშებს რაც ყველას გვინდა.
გიო
02 აგვისტო 2020 15:31
0
ყოჩაღ ხვიჩა. შრომა და კიდევ შრომა, ჯერ დიდი გზაა გასავლეი საწადელის მისაღწევად. ასე გააგრძელე პროგრესი.
.))
02 აგვისტო 2020 15:24
0
ლორია

კაკაბაძე კაშია კვირკველია ტაბიძე

კანკავა/კიტეიშვილი
გვილია

ჩაკვეტაძე

ოქრიაშვილი კვარაცხელია

ყაზაიშვილი/ქვილითაია

მევარმე
02 აგვისტო 2020 01:33
19
გრიგალავა უნდა იყოს დაცვაში. მანამდე მოირჩენს ტრამვას. ალბათ კაშია უნდა დაჯდეს მისი ბოლო დროინდელი ფორმიდან გამომდინარე

ნახევარზე კანკავა უნდა იყოს. ასეთი მებრძოლი კაცი თუნდაც მარტო ხასიათის გამო უნდა იყოს მინდორზე. ცენტრში კიტეიშვილი გვილია ორივე მაგარ ფორმაშია, თან ორივე შემტევიცაა და ჩამშლელიც და დაფარავენ კარგად ცენტრა.

ფლანგებზე თუ ჩაკვეტაძე კვარაცხელიას დააყენებს, ოქრიაშვილის ადგილი ავტომატურად აღარ არის. თორნიკე მაგარი ფეფხბურთელია და ნაკრებშიც კარგი თამაშები აქვს ხოლმე მაგრამ თავისი არაპროფესიონალიზმის გამო ჩაკვეტაძესთამ და კვარაცხელიასთან შედარებით აშკარად უფრო სუსტი არჩევანია.

წინ გეთანხმები. ან ყაზაიშვილი ან ქვილითაია
ჩემი აზრით
02 აგვისტო 2020 02:29
0
ხვიჩას რაც ჭირდება, ეს არის ფიზიკა, ფიზ მომზადება უნდა ქონდეს უმაგრესი, მითუმეტეს მაგ სტილის ფეხბურთელს, ბარაბანს არ ურტყამენ იმდენს რაც მაგას ხვდება ფეხებში, ფიზიკა აუცილებლად რომ ტრამვებს გადაურჩეს. მეორე რაც ჭირდება ეს არის დარტყმა, ეს ჯარიმებს კარგად ურტყამს, გაჩერებულ ბურთზე ძაან კარგი დარტყმა აქვს, ამან უნდა დახვეწოს დარტყმა მოძრაობიდან და პლუს თავი უნდა აწიოს დარტყმამდე, 2-3 კაცს გაცდება ხოლმე და მერე მეკარეს არტყამს იმიტომ რომ ჩქარობს. პასი აუცილებლად ჭირდება, განსაკუთრებით საუბარია ბოლო პასზე, პასი კარგი აქვს, საგოლე პასებიც აკეთა მაგრამ მაგ კომპონენტშიც დახვეწა ჭირდება... დანარჩენი ყველაფერი აქვს, ტალანტია და ყველაზე მთავარი რაც აქვს ეს არის ხასიათი, ჟილკიანია, მონდომებულია, მებრძოლია, მშრომელია,ჭკვიანია, ამიტომაც ბევრს მიაღწევს... პ.ს ჩაკვე და ეს ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს თუმცა განსხვავებული მოთამაშეები არიან და ორივე მაგარი საჭირო კაცია, ჩაკვეს აქვს ორი ძაან მაგარი რამ, ეს არის სტადიონის ხედვა და ბოლო პასი, განსაკუთრებით ბოლოს პასის კომპონენტი აქვს ძლიერი. ჩაკვე თამაშობს მაქსიმალურად გუნდურ ფეხბურთს, ათი შესაძლო შემთხვევიდან 8 ჯერ გააკეთებს პასს და 2 ჯერ შეიძლება აიღოს მის თავზე თამაში, ზედმეტს არაფერს არ აკეთებს, მარტივად აკეთებს ყველაფერს... ამიტომაც ის ვინც თვლის რომ თურმე ჩაკვე ჩამოწერილია იმიტომ ტრამვის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, აზრზე არ არის, 20 წლის ბიჭია, 20 წლისას იწყევს ზოგი ფეხბურთის თამაშს... რაც შეეხება კვარა, კვარას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური არსენალი, ყველა მხრიდან ატყუებს კაცს, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ძაან მრავალფეროვანია მაგ ამბავში... მაგრამ კვარა 10 დან 8 შემთხვევში წავა გამწვავებაზე და 2 შემთხვევაში გააკეთებს პასს, ბალანსი უნდა მძებნოს გუნდურ და ინდივიდულარ თამაშს შორის, ჩაკვემ კიდე პირიქით მეტი ინდივიდულაიზმი უნდა გამოავლინოს, მთელ რიგ შემთხვევებში გასამწვავებელს არ ამწვავებს...ბალანსი აქვს ორივეს დასაჭერი, ორივე ძაან იდეალური კაცია და რავი რა ამათი იმედი მაქვს მე...
დათო
01 აგვისტო 2020 23:05
0
ნამდვილად ზუსტი შეფასებაა ორივე ჩვენს იმედზე
iolasha
03 აგვისტო 2020 00:32
0
ძალიან ზუსტი და თან დროულად გაკეთებული ანალიზია. ეგაა, გაითვალისწინებენ მას თუ არა ჩვენებური ფეხბურთის მოყვარულები ეგ ცალკე საკითხია, თანაც ძალიან მძიმე საკითხია.
გიორგი
02 აგვისტო 2020 12:03
0
მარგალ! ხვიჩა არ გაჩერდე!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 აგვისტო 2020 22:52
0
სლუცკის რა ჰქვია დამავიწყდა, მადლობა ვუთხრათ ყველამ, ეკუთვნის.
100%
01 აგვისტო 2020 22:40
0
ამაზე რატო არაფერს ამბობთ თორნიკეზე, რომ ატეხეთ ერთი ამბავი ესეც ხო რუსეთში თამაშობს ახლა გახდა ხო წარმატება რუსეთის ლიგა რო საუკეთესო ახალგაზრდად დაგასახელებს.ხვიჩას კი დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისით.
გიოგიო
01 აგვისტო 2020 21:30
19
Es ukve Didi warmatebaa!martlac ROM bravo!mtavaria tavshi ar auvardes.
Gabo
01 აგვისტო 2020 20:46
0
ჩერჩესამ არ იცოდა ხვიჩა რო ხაზზე იყო, ლესავოი თუ ვიღაც მეტყევე მომწონს,მთელი სეზონით თუ ჩავთვლით უკეთესი იყო-ო ..და ეს რო ჩაერთო ხო არ გეწყინა ხვიჩა-ო, უკან დაიხია და მერე "როგორა ხარ ჯიგარო-"ო ქართულად მიმართა:)
gio
01 აგვისტო 2020 20:26
0
და მეგრულად რატო არ მიმართავენ ნეტა,
მშობლიური მარგალური უფრო მეტად არ გვიყვარს თუ ენა შევიცვალეთ?
ემიგრანტი
02 აგვისტო 2020 12:58
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული