"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.
"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით
გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.
ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.
კაკაბაძე კაშია კვირკველია ტაბიძე
კანკავა/კიტეიშვილი
გვილია
ჩაკვეტაძე
ოქრიაშვილი კვარაცხელია
ყაზაიშვილი/ქვილითაია
ნახევარზე კანკავა უნდა იყოს. ასეთი მებრძოლი კაცი თუნდაც მარტო ხასიათის გამო უნდა იყოს მინდორზე. ცენტრში კიტეიშვილი გვილია ორივე მაგარ ფორმაშია, თან ორივე შემტევიცაა და ჩამშლელიც და დაფარავენ კარგად ცენტრა.
ფლანგებზე თუ ჩაკვეტაძე კვარაცხელიას დააყენებს, ოქრიაშვილის ადგილი ავტომატურად აღარ არის. თორნიკე მაგარი ფეფხბურთელია და ნაკრებშიც კარგი თამაშები აქვს ხოლმე მაგრამ თავისი არაპროფესიონალიზმის გამო ჩაკვეტაძესთამ და კვარაცხელიასთან შედარებით აშკარად უფრო სუსტი არჩევანია.
წინ გეთანხმები. ან ყაზაიშვილი ან ქვილითაია
მშობლიური მარგალური უფრო მეტად არ გვიყვარს თუ ენა შევიცვალეთ?