ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით
გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.

ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ