ჩაკვეტაძე და ქვილითაია მთამსვლელები და ჯომარდები გახდნენ - "გენტი" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და 9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუნდი გუშინ მთაში წაიყვანა, ჯომარდობასა და მთამსვლელობაში შეაჯიბრა, რომელშიც ორივე ქართველმა ლეგიონერმა აქტიური მონაწილეობა  მიიღო.

Sportall.Ge

დღეს კი "გენტი" უკანასკნელ საკონტროლო მატჩში "ზულტე-ვერეგემთან" 1:2 დამარცხდა. მეტოქე უკვე მე-6 წუთზე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ კი ერთადერთი საპასუხო გოლი ივან იარემჩუკმა გაიტანა, რომელმაც გასულ სპარინგში "მეცთან" (3:0) დუბლი შეასრულა. ქვილითაიამ იარემჩუკი მე-80 წუთზე შეცვალა, ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია. მის შესახებ ტორუპმა
ამას წინათ თქვა, რომ სერიოზული ტრავმა არა აქვს და მალე ჩადგება მწყობრში.

ტორუპმა ნამატჩევს განაცხადა, რომ შეხვედრის წინ კარგი განწყობა და წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ წააგეს და შესაძლოა, ეს სეზონის დაწყების წინ კარგი გაკვეთილი იყოს.

Sportall.Ge

"გენტში" ისევ არ ითამაშა 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა, რომელსაც "ლილი" ეპატიჟება და გუნდის გამოცვლა სურს. "გენტი" ტრანსფერში 35 მილიონ ევროს ითხოვს, "ლილმა" კი დღეს საბოლოო წინადადებით მიმართა - ან 30 მილიონი და ან საუბარი დავასრულეთო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მინდა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა არა არასაფეხბურთო საქმეებით (პავიაზკის გაკეთება, ჯორმარდონა და ასე შემდეგ), არამედ კაი ბურთაობით გაითქვან სახელი. უკაცრავად, მაგრამ ასე ვარ მიჩვეული...
ღლონტი
02 აგვისტო 2020 16:39
1
ფეხბურთს არ ათამაშებენ დაგახებოდნენ ჯომარდები აბა რა იქნება
გრიგოლ1408
02 აგვისტო 2020 15:32
1
ამ შემთხვევაში მე პირადად დიდი იმედი მაქვს რო დევიდს გაყიდიან რადგან ჩაკვეს პირდაპირი კონკურენტია გენტში და გუნდს აქვს შანსი ლიგაზე თამაშის იქ სანაკრებო თამაშები მოდისს და კარგ ფორმაში და სათამაშო პრაქტიკით გვჭირდება გიორგი და სიმართლე რო ვთქვათ თუ დევიდი დარჩა გიორგის ძალიან გაუჭირდება მასთამ კონკურენცია ამ ეტაპზე დევიდია ამ გუნდს ლიდერი და წამყვამი ფეხბურთელი
გიორგი
02 აგვისტო 2020 00:31
1
რანაირადაა ჩაკვეს კონკურენტი? ცენტრალურ თავდამსხმელს და შემტევ ნახევარმცველს (ისიც ძირითადად მარცხენა ფლანგის) შორის სხვაობას ვერ ხედავთ? დეივიდის გაყიდვა არაა კარგი, წინა სეზონში იარემჩუკმა ჩაკვეს 15 საგოლე პასი მაინც გაუფუჭა.
არა
02 აგვისტო 2020 11:58
2
დევიდი იყო გუნდში გიორგი რომ ბრწყინავდა და მაგის საშიშროება არ არის, რომ დაჩრდილავს. მთავარია კონდიციები დაიბრუნოს სრულად
გადასარევი გიორგი
02 აგვისტო 2020 01:45
9
ამ გუნდს ნამდვილად აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მოხედვრის და იმედი მაქვს ორივე გიორგი ს ექნება სათამაშო დრო და ნდობა მწვრთნელის მხრიდან.
Gio
02 აგვისტო 2020 00:27
1
ასე იქნება ყოველთვის, თუ არ ათამაშებ! ტენდეციური ვარ , ამ შემთხვევაში. (მაგრამ თორუპს ვურჩევ მოსინჯოს, ორივე ძირითადში).
100%
01 აგვისტო 2020 22:36
0
საქმე სმიხედეთ ბიძიკო, სქმეს, ემანდ უცხო ს და ხიფათს რასმეს არ გადაეყაოთ,

ბური გააგორეთ ბიძIკო ბური, და ყბელა გაგვახარეთ
ბიძიკო
01 აგვისტო 2020 21:18
4
გასაგებია, გეთანხმები, არ შეიძლება, რომ ნორმალურად დაწერო?
ზაზა
01 აგვისტო 2020 22:27
0
არ დაიტრამვოთ თუ ძმა ხარ
გენტი
01 აგვისტო 2020 21:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული