მეკარისა და მცველის შეცდომათა კასკადი და "სან ხოსე" MLS-ს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 აგვისტოს MLS-ს მეოთხედფინალში ერთმანეთს ქართველების "სან ხოსე ერსქვეიქსი" და "მინესოტა იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი მეკარისა და მცველთა შეცდომებმა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ვაკოს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო, კაშიამ კი "მინესოტას" მე-4 გოლის გატანაში ვერ შეუშალა ხელი.

პირველი ტაიმის 1 წუთიან მონაკვეთში "მინესოტამ" ორჯერ გაიტანა, პირველ გოლში მექსიკელი მცველი ალანისი შეცდა, რომლის პოზიციიდანაც გავიდა ბურთი "სან ხოსეს" კარში. მეორე გოლის დროს კი ალანისს "სათანადო" პარტნიორობა "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარემ გაუწია,
რომელმაც ბურთი ცხვირწინ მოიგერია, ალანისმა რაც გააკეთა, ვიდეო კადრებშიც ჩანს... "მინესოტას" მესამე გოლიც არგენტინულ-მექსიკური დუეტის დამსახურებაა, ალანისმა ამარილიას ვერ დაუფარა, ვეგამ კი ახლო კუთხეში გაუშვა...

საბოლოოდ, "სან ხოსე" ანგარიშით, 1:4 დამარცხდა და MLS-ს წლევანდელ გათამაშებას 1/4-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.



მკითხველის კომენტარები / 3 /
რამდენადაც ვიცი კაშიაც იმიტომ წავიდა რომ ამერიკა ევასებათ ორივეს . თან მწვანე ბარათიც გააკეთეს . მლს არ არის ის სუსტი ლიგა რაც წინა წლებში იყო ჩემის აზრით , სადღაც შვედეთის და მსგავსი ლიგების დონეა ,მაგრამ ხელფასებია იქ საკმაოდ კარგი რადგამ არის სახელფასო ზღვრები მინიმუმის და მაქსიმუმის
მიხაელ
01:04 03-08-2020
0
24 წლის იყო ვაკო როცა წავიდა სანხოსეში სათამაშოდ ჩემთვის გაუგებარია ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი რომელიც ევროპაში თამაშობს რატომ უნდა წავიდეს ამერიკაში სათამაშოდ როგორც წესი ევროპიდან ამერიკაში მიდიან 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები რომლებიც უკვე კარიერის ბოლოში არიან და კაშიას წავლა არ იყოო გასაკვირი კაშიამ 10 წელი ითამაშა ვიტესში და იმ კლუბის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიკავა და უკვე კარიერის ბოლოს მიაშურა ამერიკას და ვაკოსგან მართლა გასაკვირი იყოო ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ რომ ამერიკაში ფეხბურთი არის მ-5 ხარისხოვანი სპორტი და მლსის დონე არაა სანაკრებო დონის ჩემპიონატი.
გიო
22:45 02-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული