ლუკა ზარანდია ბელგიაში ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
ბელგიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, გუშინ, 2 აგვისტოს, ღამით, "ზულტე ვარეგემის" ორი ფეხბურთელი - ქართველი ლუკა ზარანდია და მექსიკელი ომარ გოვეა ავარიაში მოყვნენ. უკვე დღეს აღნიშნული შემთხვევა კლუბმაც დაადასტურა.

წყაროთა ცნობით, ლუკას თანაგუნდელი საჭესთან ნასვამი იჯდა და ავარიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს სახელდება, თუმცა "ზულტე ვარეგემის" ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სანამ ოფიციალურ წერილს არ მიიღებენ პოლიციიდან, იქამდე კლუბი არაფერს მოიმოქმედებს.

საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელი მძიმედ არ დაზიანებულა და სერიოზული ტრავმები არ მიუღია. თანაგუნდელს კი თვალების არეში აქვს მცირედი დაზიანებები. მეორე
ავტომობილში მჯდომი პირიც თავს კარგად გრძნობს.

ლუკა ზარანდია კი "ტობოლში" განათხოვრების შემდეგ ბელგიურ კლუბს დაუბრუნდა. ყაზახეთში ქართველმა მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მექსიკელი და ქართველი დამეგობრებულან ხო მაგარია? ფეხბურთში რატოა ამხელა ხეფასები ვერ ვხვდები ? ბიჯო ყიფიანმა და გუცაევმა მსოფლიო გააოცა და ერთი მანქანა ძლივს აჩუქეს ესენი ვინაა ამხელა ხელფასებს რო იღებენ?
vova
03 აგვისტო 2020 18:53
7
ჩვენ კიდევ გვიკვირდა ვაისი რატომ არ იძსხებსო. აააა ხომ ხვდებით. ალბათ უდისციპლინოა ნაკრებშიც.
roma bejanidze
03 აგვისტო 2020 18:03
7
არადა ფეხბურთელის კარიერა მაქსიმუმ 20 წელი გაგრძელდეს,ხალხი 20 წელს ციხეში ძლებს და თქვენ რით ვერ გაძელით 20 წელი ნორმალური ცხოვრება,ითამაშეთ თქვე დალოცვილებო,დაიცავით რეჟიმი,თქვენი თავიც ასახელეთ და ჩვენც გაგვახარეთ,კარიერას რომ დაასრულებთ მერე ქორწილებში ითამადეთ კვირაში ხუთჯერ თუ გინდათ.
P.S. პირდაპირ ზარანდიაზე არ მაქვს საუბარი
ბათუმის ფანი
03 აგვისტო 2020 16:29
2
აი რატო ვერ თამაშობენ მერე ფეხბურთს, იმის მაგივრად რო ივარჯიშონ ბარებში სასმელში იხრჩობიან..
გიო
03 აგვისტო 2020 16:03
5
ჩვენც მაგრად გვეკიდებოდა ასეთი არაპროფესიონალო ფეხბურთელების კარიერა, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ნაკრებში თამაშზე აქვთ პრეტენზია და ჩვენ ამაში ფული უნდა ვიხადოთ და ამათი იმედი გვქონდეს.

არ ფიქრობ რომ არაკეთილსინდისიერი მიდგომაა გულშემატკივრის მიმართ, რომელიც ამ ფულს ოჯახს აკლებს და ბილეთში იხდის? მაშინ დაანებონ კარებს თავი და თქვან ჩემი მიზანი ფეხბურთში ფულის შოვნაა, ნაკრებში თამაში და მაღალი
მიზნები არ მამოძრავებსო და არც სხვებისთვის გახდებიან ცუდი მაგალითი. ასეთი უფისციპლინო ფეხბურთელები ზოგად სიტუაციას აფუჭებენ გუნდში. როგორ უნდა ჰქონდეს ამის თანაგუნდელს
მოგების იმედი თავად რომ 90
წუთი იბრძოლოს როცა იცის თანაგუნდელს წინა ღამეს ან იმის წინ არ ეძინა და ბარში იყო
!!!!!-ს
03 აგვისტო 2020 16:35
5
მიაგდე არავის აინტერესებს შენი აზრი მითუმეტეს ლუკას:))))
!!!!!
03 აგვისტო 2020 16:24
22

სიახლეები პოპულარული