"რუბინის" კაპიტანმა ხვიჩას ხმა არ მისცა - ვინ დაუჭირა მხარი კვარაცხელიას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გამოკითხვაში

AutoSharing Option
საჯარო გახდა რუსეთის პრემიერლიგის შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს და აღმოჩნდა, რომ ყაზანის "რუბინის" კაპიტანმა ვიაჩესლავ პადბერიოზკინმა კვარაცხელია სამეულშიც კი არ შეიყვანა.

ხვიჩა პირველ ადგილზე შემდეგმა 11-მა პირმა დაასახელა: გროზნოს "ახმატის" მთ. მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა, "როსტოვის" მთ. მწვრთნელმა ვალერი კარპინმა და კაპიტანმა იველინ პოპოვმა, "ურალის" კაპიტანმა არტიომ ფიდლერმა, "რუბინის" მთ. მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, მოსკოვის "დინამოს" მთ. მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა, "ტამბოვის" კაპიტანმა გიორგი შელიამ, "სოჭის" მთ. მწვრთნელმა ვლადიმირ ფედოტოვმა, "სოვეტსკი სპორტის" მთ. რედაქტორმა
ნიკოლაი იარიომენკომ
, "სპორტ 24-ის" მთ. რედაქტორმა სამველ ავაკიანმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტმა დენის კაზანსკიმ.

მეორე პოზიცია კვარაცხელიას ამ პირებმა მიაკუთვნეს: "ახმატის" კაპიტანმა რიზვან უციევმა, "ლოკომოტივის" მთ. მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა და კაპიტანმა ვედრან ჩორლუკამ (ორივემ პირველ ადგილზე "ლოკოს" ფეხბურთელი დააყენა), ცსკა-ს კაპიტანმა იგორ აკინფეევმა (1-ელზე თანაგუნდელი), "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ (1-ელზე თანაგუნდელი), "ურალის" მთ. მწვრთნელმა იური მატვეევმა, "დინამოს" კაპიტანმა ანტონ შუნინმა, "უფას" მთ. მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა და კაპიტანმა პაველ ალიკინმა (1-ელზე ორივემ "უფას" ფეხბურთელი დააყენა), "რ-სპორტ-ის" რედაქციის მმართველმა ალეკსანდრ კალმიკოვმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტებმა კონსტანტინ გენიჩმა და ანდრეი არშავინმა და რუსეთის ნაკრების მთ. მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა.

მესამე ადგილი კი ხვიჩას ამ ადამიანებმა მიაკუთვნეს: "ორენბურგის" მთ. მწვრთნელმა კონსტანტინ პარამონოვმა და კაპიტანმა ანდრეი მალიხმა, "კრილია სოვეტოვის" მთ. მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა და კაპიტანმა ტარას ბურლაკმა, "სოჭის" კაპიტანმა სოსლან ჯანაევმა, "Sports.Ru-ს" შეფ-რედაქტორმა ვლადისლავ ვორონინმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთო ჩემო რა სისულელეებია. მეტი ინფორმაცია აღარ იძებნება?
თავადი78
15:44 08-08-2020
0
შელიას ყოჩაღ! პრინციპში, ჯიქიასაც, კაპიტანია გუნდის, პირველზე თანაგუნდელი უნდა დაეყენებინა, ამ სამარცხვინო პობერიოზკინივით ხომ არ მოიქცეოდა. თუ ამჩნევთ, კავკასიელებმა მხარი ხვიჩას დაუჭირეს, კავკასიასთან ახლომდებარე მხარეების გუნდების წარმომადგენლებმაც...
ვაახ
03:29 04-08-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული