კვიპროსული გამოცემა: თუ ოქრიაშვილს პარტნიორები ხელს შეუწყობენ, შეტევაში ცეცხლს დაანთებს

AutoSharing Option
კვიპროსულმა გამოცემა balla.com.cy-მ "აპოელთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია.

გამოცემის თქმით, "ანორთოსისის" თავდამსხმელმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, პენალტი მოიპოვა და გაიტანა კიდეც.

"ოქრიაშვილი, შარშანდელი სეზონის მსგავსად, საკუთარი თამაშით ამტკიცებს, რომ "ანორთოსისისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მთავარი სადარდებელი ქეცბაიასათვის ისაა, თუ როგორ შეინარჩუნოს თანამემამულემ კარგი ფორმა.

ოქრიაშვილის კარგი თამაში კი იმას ნიშნავს, რომ ფამაგუსტელები შეტევაში ძალიან ძლიერები იქნებიან. მოსალოდნელია, რომ მომავალ სეზონში თორნიკე "ანორთოსისისთვის" ბარომეტრივით (ატმოსფერული წნევის საზომი აპარატი) იქნება, მასზე იქნება დამოკიდებული ბევრი
რამ და თუ პარტნიორები ხელს შეუწყობენ, "ოქრი" მათთან ერთად თავდასხმაში ცეცხლს დაანთებს."

კვიპროსის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება და "ანორთოსისი" სახლში "ერმისს" შეხვდება. ქართველების გუნდს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც ელის.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ალბათ ბევრი მიაქცევდით ყურადღებას ადრე, დიდი ხნის განმავლობაში, როცა ოქრიაშვილი თამაშობდა (ნაკრების თამაშს ვგულისხმობ) სულ ვწერდი, რომ ოქრიაშვილს უნდა ეთამაშა მოედნის ცენტრში, უკან დაწეული თავდამსხმელის ამპლუაში, დაახლოებით 10 ნომერზე!
aburjga
13:44 05-08-2020
0
შეიძლება არ დამეთახმოს ბევრი მაგრამ ჩემი აზრით დღეს თემურ ქეცბაია რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი და ჰყავდეს ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც არიან კვარაცხელია,ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი,გვილია,ტაბიძე,კაკაბაძე და კიდევ ის ახალგაზრდები ვინც ახლა გამოჩნდნენ ნაკრებს უკეთესი შედეგები ექნებოდა თემურის დროინდელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბევრად უფრო სუსტი იყო ვიდრე ეს შემადგენლობა ერთი ოქრიაშვილი და ჯანო ჰყავდა მარტო ისიც ორივე არასტაბილურად მოთამაშე და დღეს წამოვიდნენ უკვე ფეხბურთელები დაცვის ხაზში რამხელა კონკურენცია ნახევარდაცვაზე აღარა საუბარი ვინ უნდა დააყენო არ იცი ყველა კაი დონეზე თამაშობს და ჩემი აზრით თუ მწვრთნელის შეცვლაზე იქნება მომავალში საუბარი თემური უნდა დააბრუნონ ნაკრებში.
გიო
19:16 04-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული