ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვიპროსული გამოცემა: თუ ოქრიაშვილს პარტნიორები ხელს შეუწყობენ, შეტევაში ცეცხლს დაანთებს

AutoSharing Option
კვიპროსულმა გამოცემა balla.com.cy-მ "აპოელთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია.

გამოცემის თქმით, "ანორთოსისის" თავდამსხმელმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, პენალტი მოიპოვა და გაიტანა კიდეც.

"ოქრიაშვილი, შარშანდელი სეზონის მსგავსად, საკუთარი თამაშით ამტკიცებს, რომ "ანორთოსისისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მთავარი სადარდებელი ქეცბაიასათვის ისაა, თუ როგორ შეინარჩუნოს თანამემამულემ კარგი ფორმა.

ოქრიაშვილის კარგი თამაში კი იმას ნიშნავს, რომ ფამაგუსტელები შეტევაში ძალიან ძლიერები იქნებიან. მოსალოდნელია, რომ მომავალ სეზონში თორნიკე "ანორთოსისისთვის" ბარომეტრივით (ატმოსფერული წნევის საზომი აპარატი) იქნება, მასზე იქნება დამოკიდებული ბევრი
რამ და თუ პარტნიორები ხელს შეუწყობენ, "ოქრი" მათთან ერთად თავდასხმაში ცეცხლს დაანთებს."

კვიპროსის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება და "ანორთოსისი" სახლში "ერმისს" შეხვდება. ქართველების გუნდს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც ელის.



ასევე დაგაინტერესებთ