უტკინი: რუსეთის ლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ქართველია

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა "ეხო სპორტის" რადიოეთერში საუბრისას ყაზანის "რუბინზე" ისაუბრა და გუნდს ევროტურნირებისთვის ბრძოლა უწინასწარმეტყველა იმ მიზეზითაც, რომ აქ პრემიერლიგის უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობს.

"არათუ მომავალ სეზონში, "რუბინს" ევროტურნირებზე გასვლის შანსი წინა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჰქონდა. ასე რომ, ევროზონაში მოსახვედრად ბრძოლა "რუბინს" შეუძლია.

ამ გუნდში რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. თუ ვეცდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ორი მოთამაშე ჰყავთ. ცხადია, პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობ; ნუ, იგნატიევიც, რომელმაც ეს სეზონი დაკარგა, თუმცა ისევ ახალგაზრდაა და გაუმჯობესებაც
შეუძლია. სწორედ ამიტომ, "რუბინს" მომავალ ჩემპიონატში მაღალი მიზნები ექნება", - განაცხადა უტკინმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აუ ეს ვაშაძის სურათი მოაშორეთ რა. რა პრემიერი, რისი აღმშენებელი ხო არ გაურეკია მაგას
არ მინდა ვაშაძე!
20:48 04-08-2020
12
ეს გელაა თუ ვიღაცა გამუდმებით თავის მოგონილ ნუგზარაშვილზე წერს. წაიღო ერთი ადგილის ტვინი. სადაა პატრონი, თორემ ზოლებიანი პიჟამო უნდა ჩააცვა და ასათიანზე უკრა თავი.
სანდრო
20:03 04-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული