სიომინი ფარფანს: არ იდარდო, "ლოკომოტივში" კვარაცხელიაც დაიწუნეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მთავარსარდალი იური სიომინი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" "რკინიგზელთა" რიგებიდან პერუელი ფორვარდის, ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა.

სიომინმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თავდამსხმელთან ერთად არის აღბეჭდილი და დააწერა:

"ჯეფ, არ გაბრაზდე, არ იდარდო. მაგათ ხვიჩაც კი დაიწუნეს. განაგრძე კარიერა, მოუტანე გულშემატკივრებს სიხარული, შენ ჩვენს ჩემპიონატს ალამაზებდი."

ფარფანმა "ლოკოს" რიგებში 69 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია კი "რუბინში" გადასვლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული