ქვილითაია სათადარიგოა, ჩაკვეტაძე განაცხადში არ არის - როგორია "გენტში" ქართველების პერსპექტივა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" სტუმრად "სენტ-ტრუიდენს" შეხვდება.

"გენტმა" სეზონის დაწყების წინ არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რამდენიმეში ქვილითაიამ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, თავი ვერ გამოიჩინა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ნაოპერაციევი მუხლი აწუხებდა და ჯერ არ უთამაშია.

ბელგიური პრესის ცნობით, ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე ჰქონდა ჩამდგარი და მიუხედავად გუნდის მწვრთნელის, იეს ტორუპის განცხადებისა, რომ სერიოზული პრობლემა არა აქვს, ფაქტია, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა და გუნდთან ერთად ვარჯიში ახლახან დაიწყო (იხ. ვიდეო).

ამდენად, არაა გასაკვირი, რომ
ის გუნდის "სენტ-ტრუიდენთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. განაცხადშია ქვილითაია, ოღონდ სასტარტოში ვერ ვიხილავთ, რაც მოსალოდნელიც იყო. ბელგიურ პრესაში ამ შეხვედრაში "გენტის" სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა გამოქვეყნდა:

კამინსკი, კასტრო-მონტესი, პლასტუნი, ნგადეუ, ნურიო, ოჯიჯა, ოვუსუ, ბეზუსი, კუმსი, დეპუატრე, იარემჩუკი

Sportall.Ge

ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი თავდამსხმელ ჯონათან დავიდის ბედი, რომლის პოზიციაზე შეიძლება ჩაკვეტაძე დააყენონ (სენტ-ტრუიდენთან ბეზუსი შეცვლის). მას არც ერთ სპარინგში არ მიუღია მონაწილეობა, ვინაიდან ტორუპის თქმით, "ლილში" გადასვლა სურს და ტრავმის მიღების შიში აქვს. "გენტმა" ფრანგულ კლუბს ტრანსფერში 30 მილიონი ევრო და ბონუსები მოსთხოვა. ამასობაში კი მისი შეძენის სურვილი პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ლიდსმა" გამოთქვა. ტორუპი ამბობს, რომ დავიდის შეცვლა ადვილი არ იქნება, ამხანაგური შეხვედრებისას სხვადასხვა ვარიანტები მოსინჯა, მაგრამ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ვერ მიაგნო.

ნახევარმცველმა ოჯიჯამ დავიდს გუნდში დარჩენა ურჩია, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ და წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, გაისად სუპერკლუბში გადასვლის შანსი გამოუჩნდება. მან თქვა, რომ "სენტ-ტრუიდენთან" რთული მატჩი ელით, ვინაიდან კვირას ტემპერატურა პლუს 36 გრადუსი იქნება და თანაც, ამ გუნდის სტადიონის მოედანი ხელოვნურსაფარიანია. ისე, ტორუპმა ჩაკვეტაძე განაცხადში რომ არ შეიყვანა, შესაძლოა, უკეთესიცაა.

ახალი სეზონისთვის გამალებით ემზადება ტრავმამორჩენილი უკრაინელი ფორვარდი იარემჩუკი, რომელიც ამბობს, რომ კიდევ უკეთ უნდა ითამაშოს და ამიტომ ვარჯიშებზე რონალდოსავით დაიხარჯება.

alt"გენტს" ჟორჟ მიქაუტაძემ გაუტანა - ქვილითაიამ 1 საათი ითამაშა [VIDEO]

altგიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

altჩაკვეტაძე და ქვილითაია მთამსვლელები და ჯომარდები გახდნენ - "გენტი" დამარცხდა

alt"გენტი" იარემჩუკს მინიმუმ ერთი წელი არ გაყიდის

altკარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება

მკითხველის კომენტარები / 19 /
კორბენა ხარ თუ ჯორბენა იცოდე ცოტა ხანში ძააააან ბევრი დები და ძმები დაგებადება,რასაც აქ შენ ხალხი გლოცავს....ხა ხა ხა...
ვისაც არ უყვარს კახელი.......
08 აგვისტო 2020 15:32
1
წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო ასეა ჩვენი საქმე.ძალიან გვინდა რომ კარგი ფეხბურთელები გვყავდეს ამიტომაც წინასწარ ვაქებთ ცოტა წარმატებულ ფეხბურთელებს.სანამ ტოპ ჩემპიონატებში არ ითამაშებენ საშუალო დონეზე მაინც აბა რა წარმატებაზეა ლაპარაკი.ჯერ ჩაკვეტაძეზე ავტეხეთ ერთი ამბავი ახლა კვარაცხელიაზე რომელსაც მართლაც საოცარი დრიბლინგი აქვს მაგრამ ჯერესერთი ეს ყველაფერი რუსეთში ხდება სადაც შედარებით დაბალი დონეა და მეორეც ფეხბურთში დრიბლინგი სასიამოვნო საყურებელია მგრამ მთავარი გოლის გატანაა.
ამაშია საქმე
08 აგვისტო 2020 13:24
3
პრორუსობაში ჩამითვლიან ალბათ ამას მარა წმინდა სპორტული და საფეხბურთო გადმოსახედიდან ვამბობ აი მარტივი მაგალითს ტაბიძე 3 წლის წინ იყო გენტის დუბლებში და არ აღირსეს ძირითადი იმ ბიჭს გადავიდა რუსეთში და დღეს პრემიერ ლიგის ერთ ერთი საუკეთესო მცველია იგივე ბელგიდან წავიდა ოქრი კრასნოდარში და ძალიან კარგად დაიწყო რომ არაა ის ორი უმძიმესი ტრამვა ის იმ კრასნოდარის ლიდერად ყალიბდებოდა იგივე ძალიან ნიჭიერი ბერიძეს მოატარეს მთელი ბელგის გუნდები და ღეს უკვე უგუნდოთა ის ბიჭი იგივე ქვილითაია ავსტრიაში რა კარგი იყოო ძირითადშიც თამაშობდა რაპიდშიც გოლებიც გაქონდა და გენტში გადასვეს სკამზე და კიდე უამრავი სხვა მაგალითი არ არის ეს ბელგია ქართველებისთვის კარგად გაცდილი ჩემპიონატი და იქ გახარებული და წარმატებული ქართველი არ გამიგია დროზე გამოასწრონ მაქედან
გელა
08 აგვისტო 2020 11:29
2
პირსისხლიანი იმპერიალისტი აშშ-ს თაყვანისმცემლებო ტეხასიდან იქნებით თუ პორტლენდიდან... თქვენ გნახეთ მისისიპის ალიგატორების ფერმაში ნიანგების მწყემასად! )))
aburjga
08 აგვისტო 2020 14:59
2
მოკლედ ეს რუსეთუმე კომუსტური წყობის ანასხლეტები როდის გადაშენდებით ერთი სული მაქვს.
korben dallas
08 აგვისტო 2020 13:30
8
ამ ასაკში ასეთი მონნაცემების მქონე ფეხბურთელს ის ვერ გაიზდება ვერ მოუმატებს და ფეხბურთში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ახალა გენტის მწვრთნწლის აზრით ჩაკვესთვის ძირითადში ადგილი არ არის დევიდი ბრზუსი და იარენჩუკი ურჩევნია მაშინ თუ არ ყიდიან გაანათხოვრონ მაინც 1 წლით იგი ე თუ დანც ბელგის შესაეებით სუსტ გუნდშიი რო ქონდეს ამ ბიჭს სათამაშო პრაქტიკა და ძირითადში ადგილი თორე თუ ესენი ამ ახალ სეზონშიც იგი ეს გაულეთებენ რაც წინა სეზონში გაუკეთეს ასე ეს ბიჭი საბოლოდ დაიკარფება ფეხბურთის თვალსაზრისით
გიო
08 აგვისტო 2020 01:23
3
დევიდიც და იარენჩუკიც ბევრად ძლიიერები არიან ჩაკვეტაძეზე,სამწუხარო რეალობაა.
ლევანი
08 აგვისტო 2020 10:56
4
მაინტერესებს ამ 2 დისლაიქს ვინ წერს! რაც არ უნდა აზრი იყოს გამოთქმული ეს 2 დისლაიქი ეგრევე მზადაა!
aburjga
08 აგვისტო 2020 10:32
4
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ ორივე ინსტაგრამზე და ტიკტოკში უფრო გააქტიურდნენ ვიდრე მოედანზე :-( თან ისეთ ხასიათზე არიან,თითქოს პარადი მიჰყავდეთ ევროპულ ფეხბურთში. რამოდენიმე დღის წინ დიბალა დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად და რონალდომ რომ გაიგო,ძალიან მოწყენილი სახით იჯდა მთელი საღამო,ეს იმიტომ არა რომ დაიბოღმა, სპორტული ხასიათია,აი ნახავთ კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება, რისი თქმა მინდოდა,მსოფლიოს საუკეთესოა და იმდენად არ ესიამოვნა წარუმატებლობა.ჩვენებს კიდევ აკლებული აქვთ სოც ქსელი,გასართობი და მხიარული ვიდეოებით. ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა.გაითვალისწინეთ ბიჭებო და კარიერას რომ მორჩებით მერე იგუგუნეთ.ნუთუ კიდევ ერთი,ყენია და მჭედლიშვილი "გვეზრდება". ძალიან არ მინდა დავიჯერო
სამწუხაროდ
08 აგვისტო 2020 01:11
2
ჩემთვის არანაირად არაა საზომი ყაზახეთან ანდორასთან და ლატვიასთან კარგი თამაში მე ძლიერ არც კლუბთან და არც ნაკრებთან არ მინახია ჩაკვეტაძის კარგი თამაში ვნახე რომასთან და ვერაფერი გააკეთა განსაკუთრებული მე ამ ბიჭს კარგის მეტს არაფერს ვუსურვებ მაგრამ ერთი ფეხბურთელის ასე ატაცება, რომელსაც ჯერ კარიერაში არაფერი გაუკეთებია ისეთი რაც მაგალითად ქიქლაძემ, არველაძემ ,კობიაშვილმა როცა მაგის ასაკში იყვნენ ისინი უფრო მაღალ დონეზეც თამაშობდნენ და იგივე ჯანო ანანიძეც ამაზე მაგარი იყო 19 - 20 წლის წმილს წმინდა საფეხბურთო გადმოსახედიდან ჩემთვის პირადად ჩაკვეტაძე დღეს არ არის ის ფეხბურთელი რომლის იმედზეც უნდა იყოს ქართული ფეხბურთი ნაკრები და ქვეყანაა.
მე ამ ბიჭის მიმართ არაფერი მაქ პირადი და ნეგატიური მარა ეს გაზვიადებული ქებაა ატაცება და მთელი ქართული საფეხბურთო მომავლის ტვირთის ამ ბიჭზე აკიდება არ მგონია მიზანშეწონილი ჩაკვეტაძე თუ არ იქნება დავიღუპეთ და ეგაა ასე გამოდის დღეს ბევრი ფეხბურთის ექსპერტი რაც არასწორია.
ზურა
08 აგვისტო 2020 00:08
4
გეთანხმები რომ ნაკრების მთელი ტვირთის აკიდება 20 წლის ბიჭზე არ შეიძლება, მითუმეტეს რომ სხვა ბიჭებიც გამოჩნდნენ ვინც შემტევი და გამტანია, მაგრამ: ჩაკვეტაძე მაინც ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია დღეს ( ძველებზე ნუ ვიდავებთ) რაც შეეხება იმას რომ სუსტებთან თამაში გამოსდის მარტო, არ მისცემია ნაკრებში ძლიერებთან ჯერ შანსი და რაც ითამაშა დაგლიჯა. არც ისეთი ტიპი ჩანს თავში რომ აუვარდეს, ცოტა ტრავმამ დახია უკან. მგონია რომ ყველას დაუმტკიცებს რომ მორიგი ნიჭის გამფლანგველი ნაცარქექია არაა. ტონი ცოტა არაკეთილგანწყობილი მეჩვენა.და უსამართლოდ.
Valderrama
08 აგვისტო 2020 01:22
1
მადლობა ღმერთს რომ კვარაცხელია გამოჩნდაა და კიკე და გვილია ასე კარგად ათამაშდნენ თავისუფალი კლუბებში თორნიკე ჩაკვეს რასაც ვუყურებ ბოლო წელიწად ნახევარია მე ამ ბიჭის იმედი აღარ მაქვს სამწუხაროდ((
zura
07 აგვისტო 2020 23:37
6
სადა ხართ ლეშიჭამიებო ტვინები რო დაიორსულეთ,რუსეთში „გააფუჭენ გააფუჭენ“ ყვირილით...ეს ხო ევროპაა,აქაც რუსეთია დამნაშავე,თუ ბელგიაც პუტინს ემორჩილება?ერთი აბრახუნებდა აქ, ფსბ-ს ადანაშაულებდა ქართველ ფეხბურთელებს აფუჭებენო.რატო ტაბიძე არ „გააფუჭენ“ ან შელია,ან კვარა? ვერა ქაჩავენ და ქართული ქედმაღლობის გამო არ გვინდა ვაღიაროთ სიმართლე და „გააფუჭენ“ გაიძახით.ხო, დღე და ღამე არა სძინავს რუსეთს რომ ქართველი ფეხბურთელები გააფუჭონ რუსეთში,ჰოლანდიაში აბურჯანია,ესპანეთში-პაპუ,ბელგიაში ესენი და ის კიდე რა გვარია დამავიწყდა,ზაპასკა პაკრაშკასავით რომ დაათრევენ ხან რომელ და ხან რომელ გუნდში...ვინც ქაჩავდა ყველას ყველგან ათამაშებდნენ. ასათიანი „გააფუჭენო“ რომ იძახით. კაი რუსეთში არ ისურვეს ეს ჩვენი სუპერ ფეხბურთელი ასათიანი,უკრაინაში? სხვა ქვეყნებში რატო არ ისურვეს? რომ არა სიომინი ეგ თქვენი სუპერ ასათიანი იმასაც ვერ ითამაშებდა რაც ითამაშა.მოდით სიმართლე თქვით რამდენიც გინდათ იმდენი გვინახია ასათიანისნაირი და უკეთესი ფეხბურთელი თვით საქართველოშიც კი,აღარ ვლაპარაკობ სხვა ქვეყნებში.ლევან სალუქვაძემ თქვა თუ არ ვცდები რაღაც ჩაკვეტაძეზე და რამის ჩაქოლეთ...კი ბატონო,ალილო და ხვალეო!
ლეშიჭამიბს
07 აგვისტო 2020 22:36
7
თუ არა რუსეთში სხვაგან სად, რომელ ქვეყანაში მომხდარა ან შეიძლება მოხდეს ასეთი რამ???! - "გასულ კვირას ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ანალოგიური გამოკითხვა პოპულარულმა გამოცემა Championat.com-მაც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ პრემიერლიგის იმ 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის, რომელთაც ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდათ, 3 ქართველია, ერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სულ სიაში 5 რუსი, თითო უზბეკი და ყაზახი და 3 ქართველი ფეხბურთელია. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, რას წერს მათზე გამოცემა".
aburjga
08 აგვისტო 2020 10:43
0
პირწავარდნილი რუსოფილი ხარ და ვითომ ქართველ ფეხბურთელებზე შეგტკივა გული!!!
ლეშიჭამიებს-ს
08 აგვისტო 2020 00:01
10
დევიდი წავა თუ არაა ეგ არ ვიცი შეიძლება დარჩეს კიდეც ბოლო ბოლო გენტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება აქვს და ტორუპი ძირითადად დევიდს ფორვარდის პოზიციაზე ათამაშებს და საერთოდ არ უკარგავს შანსს ჩაკვეს ძირითადში პირიქით დევიდი და ჩაკვე შეიძლება გუნდის ორი მთავარი ძალა გახდეს მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჩაკვე ჯამრთელად იყოს და შევიდეს ფორმაში თავისუფლად შეიძლება რომ ორივე ათამაშოს ერთად ტორუპი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია.
გიო
07 აგვისტო 2020 22:11
6
აუფფფ! კი მაგრამ ეს ოცნებისტური ზღაპრები საიდან? პარტია არ მიგულისხმია! ჩაკვეტაძე თუ არ გაყიდეს სულ შეცვლაზე ითამაშებს! ის ვერ გაუწევს კონკურენციას ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს!
დავით67
08 აგვისტო 2020 03:42
1
ერთი თამაშის გაცდენა ეგ არაფერი რაც მთავრია გუნდთან ერთად ვარჯიშობენ მალე დაიწყო სეზონი ბელგიაში და სანაკრებო თამაშებამდე კიდევ არის საკმარისად დრო, რომ ფორმაში შევიდნენ ბიჭები
გიორგი
07 აგვისტო 2020 22:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული