კვირკველია ისევ არ ათამაშეს და რთულ სიტუაციაშია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მცველი საბა კვირკველია არც რუსეთის სუპერთასზე "ზენიტთან" (1:2) არ ათამაშა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, როდესაც "რკინიგზული" გუნდი 31 წლის სერბ სლობოდან რაიკოვიჩს დაიმატებს.

"ლოკოს" ხელმძღვანელობას რაიკოვიჩთან კონტრაქტის გაფორმება არ უნდა, მაგრამ მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა თავისუფალ აგენტად მყოფი თანამემამულის ტრანსფერი დაიჩემა. მოკლედ, ნიკოლიჩს რაიკოვიჩის გუნდში აყვანის ნებართვა მისი პასუხისხმგებლობით დართეს.

"ლოკომოტივის" ვერცხლის მედლებით დაჯილდოებაზე არ მიიწვიეს ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელმაც თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩი მოიგო, მის გარეშე მხოლოდ 4 და მედალი ეკუთვნის.

"ლოკოს"
გულშემტკივრებმა გუნდთან შეხვედრისას კლუბის გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს შეუტიეს, მან კი განუცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ და არა ქომაგები, სერიოზულ გავლენას ვერაფერზე ვერ მოახდენენ, რამდენიც უნდათ იმდენი შეუძლიათ აკრიტიკონ და თუ ასე გააგრძელებდნენ, ფეხბურთელებს შეხვედრიდან წაიყვანდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბა საბაც წაიყვანე რა შენთან:)
გოგა
22:00 08-08-2020
0
როცა ხედავ რომ ის მწვრთნელი მოხსნენს ვინც გენდობოდა აღარ გაქვ სათამაშო პრაქტიკა გადაქსვეს სკამზე ამ სიტუაციაში არ ჯობია წახვიდე კი ლოკო ძლიერი გუნდია ლიგაზე მოხვდა ა.შ მარა მაინც შედარებით სუსტ გუნდში რო გადავიდეს თუნდაც დროებით სადაც ათამაშებენ და ფორმაში ჩადგება მგონი ჯობია უქმანდ ყოფნას.
გიორგი
22:10 08-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული