"გენტმა" ქართველების გარეშე ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "სენტ-ტრუიდენთან".

ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა სათადარიგოთა შორის დატოვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი უკვე მე-60 წუთზე 1:2-ს აგებდა.

სრულად ითამაშა "გენტის" თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, მისმა თანამემამულე იგორ პლასტუნმა კი გოლი გაიტანა. ფორვარდი ჯონათან დავიდი განაცხადში არ იყო.

15 აგვისტოს "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ გენტის გამკვირვებია, ქვილითაიას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმედო ფეხბურთელი შეიძინეს, ამ დროს სულ სკამზე უზით, გაუგებარია ფრიად, ან რომ უკაკუნებთ კლავიატურას და წერთ, სხვა გუნდში რატომ არ გადადიანო, ასე ადვილია გუნდიდან გუნდში გადასვლა? ცოტა აზრზე მოდით, სანამ რამეს დაწერთ, თუ ლომკები გაქვთ, რომ რაღაცა უნდა დაწეროთ და რას დაწერთ, არა აქვს მნიშვნელობა?!
?
10 აგვისტო 2020 02:06
7
ფეხბურთელს უფლება აქვს მოითხოვოს სათამაშო დრო და თუ არ აძლევენ, მაგ შემთხვევაში ტრანსფერზე დაყენება ან სხვა გუნდში იჯარით გაშვება.თუ რათქმაუნდა ფეხბურთელს უნდა თამაში და არა აკამზე ჯდომა
გოგა
10 აგვისტო 2020 09:59
0
დღევანდელ ფეხბურთში რა პრობლემაა გუნდიდან გუნდში გადასვლა ვერ ვხვდები,თუ კარგი აგენტი გყავს და სიტუაცია არ გაკმაყოფილებს,ადგება და მოძებნის ის შენი აგენტი სხვა კლუბს და დამთავრებულია. საბჭოთა კავშირის დრო კი არ არის საზღვრებს გარეთ რომ ვერ გავიდოდა კაცი.ან ხართ ტიპი ეგუები სკამზე ჯდომას, ან იბრძვი ძირითადისთვის და თუ არ გადახვალ სხვა კლუბში.
1
10 აგვისტო 2020 07:49
2
ამ უაზრო გუნდში თამაში სახვეწარი რომ გაგიხდება,ან ძალიან დაბალი დონის ხარ,ან რაღაც სხვა ხდება და უნდა გამოასწრო. თუ ბეილივით და ანანიძესავით ფულის გარდა დანარჩენი არ გკიდია
ნუკრი
09 აგვისტო 2020 22:34
1
ესეთი უაზრო მწვრთნელი მე მეორე არ ვიცი. ფეხბურთი მარტო წიგნში წაკითხვით იცის.უფანტაზიო ფეხბურთს ათამაშებს. ცალკე თემაა ქართველები, საერთოდ არ ენდობა,მიკვირს როგორ ჩერდებიან ჩვენები,მარტო ხელფასი ხომ არ არის ყველაფერი.
:-(
09 აგვისტო 2020 20:22
2
თავის დროზე სპარტაკ ნალჩიკსაც კი ვგულშემატკივრობდი გასაგები მიზეზების გამო,ამ გენტს ვერაფრით დავუმუღამე,ასე რომ დედაც მოსტ...იათ
ბათუმის ფანი
09 აგვისტო 2020 19:24
1
არ ვიცი როგორ უნდა უგულშემატკივროს კაცმა, ასეთ უტვინო გუნდს.დარბიან,ურტყავენ,იბრძვიან და აზრს არ აყოლებენ.დევიდი ინდივიდუალურად იყო ძალიან ძლიერი და შარშან გაქაჩა.ახლა კი,მაგათ საშველი არ უჩანთ.ჩაკვე თუ გამოჯანმრთელდა ხომ კარგი,თუ არადა სულ ჩაიკარგებიან.სამწუხაროა,რომ ასეთ ხალხშიც კი,ქვილითაია შემადგენლობაში ვერ ხვდება,თუმცა რაც მისი თამაშები მინახავს,სხვაზე უკეთ არც ეგ გამოიყურება.არც მიკვირს,რადგან ქვილითაია,სხვაზე დამოკიდებული ფეხბურთელია და ის სხვა კი,გუნდში უბრალოდ არავინ არის.
სოსო
09 აგვისტო 2020 19:18
1
თამაშს ვუყურე და ყველაფერში აჯობა სენტ-ტრუიდენმა არა მხოლოდ ანგარიშით თამაშითაც გენტმა საშინლად ჩაატარა ეს შეხვედრა თან ეს სენტ-ტრუიდენი ბელგის ჟუმპერ ლიგის ერთ ერთი ყველაზე სუსტი გუნდია და წესით მწვრთნელმა უნდა გადახედოს შემადგენლობას და შემდეგ თამაში დაყენოს უკვე ქართველები ძირითადში დეივიდი განაცხადშიც არ იყო და არც შეკრება გაუვლია დიდი ალბათობით ამ ზაფხულს გაიყიდება ვფიქრობ უბრალოდ ეს დროის საკითხია.
გიო
09 აგვისტო 2020 18:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული