ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტმა" ქართველების გარეშე ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "სენტ-ტრუიდენთან".

ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა სათადარიგოთა შორის დატოვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი უკვე მე-60 წუთზე 1:2-ს აგებდა.

სრულად ითამაშა "გენტის" თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, მისმა თანამემამულე იგორ პლასტუნმა კი გოლი გაიტანა. ფორვარდი ჯონათან დავიდი განაცხადში არ იყო.

15 აგვისტოს "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ