გიორგი არაბიძე პორტუგალიაში დაბრუნდა - "ნასიონალის" მწვრთნელს ქართველის ეიმედება და მისი დარჩენა სურს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" 22 წლის შემტევი გიორგი არაბიძე დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში პორტუგალიურ გუნდში იასპარეზებს.

Sportall.ge-სთან საუბარში ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ჩვენებური ამჟამად სწორედ პორტუგალიაში იმყოფება და გუნდთან ერთად ემზადება.

გიორგი მთავარ მწვრთნელ ლუიშ-კარლოს ბატალია ფრეირეს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ის კლუბისთვის მომავალ სეზონში ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნება და მისი დარჩენა სურთ.

ბრეგვაძემ ასევე დაგვიდასტურა, რომ არაბიძის დამატება ევროპულ გუნდებსაც სურდათ, თუმცა ყველა მათგანი "ნასიონალმა" უარით გაისტუმრა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებმა სეზონის დასრულების შემდეგ უკვე 13 ფეხბურთელი
გაუშვეს, 3 კი - დაიმატეს.

მოგეხსენებათ, "ნასიონალი" გასულ სეზონში მე-2 ლიგაში ასპარეზობდა. ჩემპიონატში 24 ტური იყო სულ ჩატარებული, მაგრამ კორონავირუსის გამო დარჩენილი 10 მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა.

ამის მიუხედავად, გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება არაბიძეს, მან გასული სეზონი თურქეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ადანაში" გაატარა, სადაც ტრავმების გამო მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, "ნასიონალთან" კონტრაქტი კი 2022 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მიბაძოს კვარაცხელიას და ფეხბურთელი დადგება,თუ არა და მინიმუმ პიროვნება მაინც დადგება
ბაჩი
10 აგვისტო 2020 13:04
3
ნაციონალეში თუარა ნაციონალებში ნამდვილად ლიდერი იქნება და ყველას გააბითურებს, თანაც თასსაც აიღებს,სააკაშვილის გამოსახულებით.
55555
10 აგვისტო 2020 10:15
18
წარმატებებიგიო მეტი თვდაბლობა და ყველაფერი გამოგივა დამტკიცე,რომ ეს ჩავრდნა ბავშური ასკის ბარლი იყო.ყველაფერი გაქ იმისთვის,რომ ითამაშო მაგრად მინდა და რა მარტო მე რომ ამ სეზონში გაიპრწყინო.უფალი გფარავდეს
mosexoneli
10 აგვისტო 2020 07:26
1
მე მგონი ეს ბიჭი ნიჭის იმედადაა და ვარჯიშებს,დაუღალავ შრომას,ცალი თვალით უყურებს,შედეგიც სახეზე აქვს,თუ დღე და ღამეს შრომაში არ გაატარებს,როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ შედგება.
თერჯოლელი
09 აგვისტო 2020 22:09
2
გიორგი არაბიძის რა გითხრათ მაგრამ დავით თარგამაძე ნამდვილად იმსახურებს ევროპულ გუნდს და ვფიქრობ რომ ნაკრებში მალე დაბრუნდება.
Giorgi kakaladze
09 აგვისტო 2020 21:56
20
რომელი დავით თარგამაძე?
მამა თუ შვილი?
ეგ კიდევ თამაშობს?
09 აგვისტო 2020 22:41
0
22 წლის ასაკში 22 გუნდი რომ გექნება გამოცვლილი. ეჰ!!!
Musenbezi
09 აგვისტო 2020 21:49
1
მესი? რა მესი, არაბიძე უნდა იყოს ოქროს ბურთის, ბაჯაღლოს ბუცის, ბრილიანტის პიპკის და ჯვალოს ტრუსის მფლობელი, მაგრამ ქართველია და ჩაგრავენ, კითხეთ თუ არ გჯერავთ. და მერე როგორ ჩაგრავენ, არადა მერცხალია, უკუდო მერცხხალი!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
09 აგვისტო 2020 21:18
6
არაა ფეხბურთელი. ზარმაცი და უადგილიდ ამბიციური არსებაა
09 აგვისტო 2020 19:33
9
გენიოსები ხშირად ამბიციურებიც არიან და პრეტენზიულებიც. ძალიან მაგარია და იცის ეს თვითონაც.
odala
10 აგვისტო 2020 14:10
1
აქამდე მასე იყო. ახლა ვნახოთ??!!
aburjga
09 აგვისტო 2020 20:14
1
ეიმედება :D
Hmm
09 აგვისტო 2020 19:25
4
არაბიძეს ძალიან დიდი პოტენციალი ნიჭი და მონაცემები აქვს რომ კარგ დონეზე ითამაშოს ჯერ 22 წლისა ყველაფერი წინ აქვს ნაციონალეში ნამდვილად ექნება იმის საშუალება რომ იბრძოლოს ძირითადისთვის ამისთვის თვითონ უნდა იშრომოს და მოინდომოს წარმატებები.
გელა
09 აგვისტო 2020 18:57
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული