"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან
სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
2 რაღაცა. პირველი,კაპიტანი ხარ ჩემპიონი გახდი თასი აწიე პორველმა ლიგის შესარჩევი გელოდება, სად მიდიხარ? მეორე, ესეთ პატარებს ნუ აძლევთ დინამოს კაპიტნობის უფლებას.
გივი
11 აგვისტო 2020 00:02
2
ნახევარი საქართველო ტოტალიზატორებში ზის,აქედან გამომდინარე ფიფიას ადგილზე რეკლამას გავუკეთებდი ყველა საშინაო მატჩს,გავათამაშებდი ლატარეას,დავუშვათ ავტომობილს,დარწმუნებული ვარ ასეთ 5 ლარიანი ბილეთით მინიმუმ 15000 კაცი მოვა
ბათუმის ფანი
10 აგვისტო 2020 15:59
2
ბეთლაივი დინამოს სპონსორია რომელიც ევროთასებზე საშინაო მატჩებზე მუდმივად ათამაშებს ფრიბეთბს ეროვნულ ლიგის თამაშებზეც ათამაშებდა ყოველთვის არა მაგრამ მაინც ათამაშებდა ზუსტად მაგის გამო ვიყავი რამოდენიმე თამაშზე ფეხბურთსაც მშვენივრად ვუყურე და ორი კაპიკიც მომეცა. ძნელია სამსახურიდან დაღლილი წახვიდე თამაშზე და როცა მსგავსი აქციაა სტიმულიც მეტია გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ სტადიონზე სიარულს სტიმული წახალისება სჭირდება მითუმეტეს ვიცით რასაც თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები თავის დროზე გეგუჩაძის ზესტას თამაშებზე დავდიოდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ სიამოვნებით ვადევნებდი თვალს ზესტაფონი 3-3 ბრიუგეს ალბად არასოდეს დამავიწყდება არც მე და არც იქ მყოფ გულშემატკივარს ბიჭებმა ითამაშეს მაგრამ რა ითამაშეს აი ეგ იყო ფეხბურთი ალექს გარსიას დინამოც თამაშობდა რუსთავს,დილას,ზესტაფონს არასოდეს შეურცხვენიათ თავი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდნენ
Night
12 აგვისტო 2020 13:37
0
მაგრები ვართ სხვის ცხოვრებაში ჩარევით! კეთილი ვინებოთ და ვიაროთ ბავშვებთან ერთად სტადიონზე 10-15 ათასი გულშემატკივარი რო დაესწროს თამაშებს დამიჯერეთ დონე საგრძნობლად აიწევს იმიტომ რომ წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში ( ამ პანდემიის დროს არ ვგულისხმობ) კლუბსაც ინტერესი გაუჩნდება თუნდა 3-5 ლარიანი ბილეთებისბგაყიდვით პლიუს რეკლამა მოემატება ხალხის მატებასთან ერთად. ესაა გამოსავალი და არა ის 60000 სტადიონზე 500 კაცი რო მიდის საგულშემატკივროდ. გასაგებია დაბალი დონეა და მუღამი არ აქვს მაგრამ სტადიონის ატმოსფეროს ბალახის სურნელს შეიგრძნობენ ბავშვები. დინამოს 10-15 ათასი გულშემატკივარი ერევანში დაყვებოდა პაიჭაძეზე კი არა.
ბოკინიო
10 აგვისტო 2020 15:02
2
მინდა გამოგეხმაურო პატივცემულო და დაგეთანხმო. თუ მაყურებელი არ მივალთ სტადიონზე ისე ფეხბურთი არ განვითარდება. ფეხბურთი ესაა ფეხბურთელები და მაყურებელი. პანდემიის დროს რომ ვუყურებ ტოპ გუნდების ტამაშს მაყურებლის გარეშე აღარ მინდება ასეთი თამაშის ცქერა,თითქოს ინტერესი მეკარგება ასეთ სიტუაციაში.თუ ფეხბუთელს არ შეუძახე მაყურებელმა ტრიბუნიდან ისე ის მოდუნდება! მოკლედ სხვანაირად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. შე კაცო შოტლანდიური მაჩანჩალა დანდის თამაშს ესწრება 6 ათასი კაცი და დინამოს თამაშს 2 ათასი მაინც არ უნდა დაესწროს?
gabo
10 აგვისტო 2020 16:46
0
მართალი ხარ.ხომ გამოჩნდა რომ უგულშემატკივროდ არც ბუნდესლიგა და არც პრემიერლიგა არ არის კარგი საყურებელი.გულშემატკივარი ალამაზებს თამაშს. ამიტომაც გამოდგა შარშანდელი ბათუმის თამაშები დაძაბული და კარგი საყურებელი, რადგან სავსე იყო სტადიონები.
100%
10 აგვისტო 2020 16:24
0
ჯანო ბათუმის დინამოს აღზრდილი არაა და არც გუნდის წევრი, შესაბამისად არანაირი ვალდებულება არ აქვს ჯანოს ბათუმელებთან. რაც შეეხება ნინუას, ის დინამოს წევრია ამჟამად და თუ ოდნავ მაინც ფიქრობენ კლუბზე ან ფიფია ან თავად ფეხბურთელი ევროტურნირების დასრულებამდე მაინც არ უნდა გადასულიყო, თუმცა როგორც ჩანს ყველა თავის თავზე ფიქრობს, ფიფია ფულზე და ნინუა პაოკზე. რაც არ უნდა იყოს წარმატებები. ალბანელებს რამენაირად მოვუგებთ. მიხარია , რომ თურქეთში არ წავიდა. პაოკი სერიოზული ტრამპლინია. იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებს
Haaland
10 აგვისტო 2020 14:11
0
საქართველოს უახლესი საფეხბურთო ისტორია გვასწავლის რომ 23 წლამდე უცხოეთში წასული ფეხბურთელი არაფრად არ ვარგა(მსოფლიო მაშტაბით) და არც არასოდეს გადასულა უკეთეს კლუბში ვიდრე თავიდან წავიდა. ფეხბურთელებო გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ აქ რომ გეალერსებიან იქ ფეხებზე კიდია ყველას თქვენი ფინტები და წუწუნა ხასიათი, ჯერ აქ კაცებად ჩამოყალიბდით მდგრადი ფსიქიკით და ჩვენ ჩემპიონატში თუნდაც 3 სეზონის მანძილე დაამტკიცეთ რომ მართლა მაგრები ხართ და მერე წადით იმ ევროპაში, ისე მეთქვენ ადგილას ისე ვიზავდი აქ ჩამოვიყვანდი ევროპას მაგრამ მაგდენი არც თქვენ და არც თქვენ მეპატრონეებს არ ესემით. ცოტა ხისტად გამომივიდა მაგრამ სიმართლეა. "10000" ევროზე გაყიდული კარიერები მაბრაზებს.
გიორგი
10 აგვისტო 2020 14:10
1
Xvalac ar tqvat paokma uari tqva da kviprosshi gadadiso
Nukri
10 აგვისტო 2020 14:02
1
დახარბებულები არიან ფულს ეგ რო გააჩერონ და საკვალიფიკაციო ეტაპების ბოლომდე ითამაშოს მერე შეიძლება ვერ გაყიდონ სასწრაფოდ უნდათ მოიშორონ,ყველას ფული აინტერებს ვიდრე ქართული კლუბების გამოსვლა ევრო თასებზე,ამის წასვლა რომ დამღუპველი იქნება დინამოსთვის საკვალიფიკაციოზე პირველივე ეტაპზე გამოჩნდება სამწუხაროდ
ზაალი
10 აგვისტო 2020 13:55
1
ძალიანაც კარგი, წარმატებებს ვუსურვებ! გამეხარდა ბერძნული კლუბი, რადგან ევროტურნირებზე ვერასოდეს ვუგულშემატკივრებ რუსულ, თურქულ თუ სომხურ კლუბებს, ვერ გავიხარებ მათი წარმატებით, თუნდაც 11-ვე ქართველი თამაშობდეს ძირითადში და ეს ეხება არა მარტო ფეხბურთს, არამედ ყველა სპორტის სახეობას
llcl
10 აგვისტო 2020 13:30
7
აზერბაიჯანი გამოგრჩა
სახელი
10 აგვისტო 2020 15:06
2
საბერძნეთის ვიცე ჩემპიონ გუნდში თამაში რათქმაუნდა კარიერულად წინ გადადგმული ნაბიჯია თან პაოკი ყოველთვის მონაწილეობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე და კარგი ტრანსფერი იქნება ნინუასთვის მაგრამ რატომ ახლა როცა წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებია ჩემპიონთალ ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპები ახლა წასვლა კაპიტნის გუნდის ლიდერის და წამყვანი ფეხბურთელის ძაან დასუსტებს დინამოს რომელსაც ისედაც სჭირდება გაძლიერება და ევროტურნირების ბოლომდე რო დარჩენილიყო უფრო უკეთესი არ იქნებოდა ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც ევროტურნირებზე კარგი თამაშით შეიძლება პაოკზე უკეთესი გუნდები დაინტერესებულიყვნენ ნინუათი და გუნდსაც დაეხმარებოდა.
გელა
10 აგვისტო 2020 13:02
1
ეჰ,მეგობარო,სამწუხაროდ მართალი ბრძანდები,მაგრამ ოდესმე ჩვენს ქუჩაზეც ხომ უნდა მოვიდეს გაზაფხული? რით ვერ გვეღირსა ქართველ გულშემატკივარს სიხარული?!
სოსო-ს
10 აგვისტო 2020 15:25
0
ჩვენ რომ ვიცით,გგონიათ დინამოს პრეზიდენტს არ ესმის,რომ ნინუას დარჩენით,ორი წრეც რომ გაიაროს დინამო,დამატებით,დინამო უფრო მეტ ფულს მიიღებს?მაგრამ ფეხბურთელს უნდა წასვლა და როცა ხელფასებში ამხელა სხვაობაა,უარს ვერ ეუბნება.ნინუას კი,შანსის ხელიდან გაშვება არ სურს და ჩქარობს კონტრაქტს ხელი მოაწეროს.ჩემი და თქვენი აზრით,ეს შეცდომაა და დინამოს მიმართაც არასწორი საქციელი,მაგრამ კაცს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია,ხვალინდელ ქათამს.აგერ გიორგი კოხრეიძე,დარჩა საქართველოში და ისეთი ტრავმა აიკიდა,ღმერთმა იცის,აღიდგენს თუ არა ფორმას.(ღმერთმა ქნას,მალე გამოჯანმრთელდეს)თუნდაც აღიდგინოს,ყველაზე ძვირფასი, დრო იკარგება.სწორედ ამ დღეშია ფიფია.შემოსავალს ხომ ის ჰკარგავს.ფიფია ამის შემოქმედი კი არ არის,არამედ მსხვერპლია.ვიცი, ჩემ სიტყვებს თქვენი უკმაყოფილება და რისხვა მოჰყვება,მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი მსჯელობა,სწორია.
სოსო
10 აგვისტო 2020 14:46
0
ყველა გამოხმაურება
ასეა თუ ისე, მოდი, დიდი წარმატებები ვუსურვოთ ნიკას! ეს ტრანსფერი სამომავლოდ დიდ გუნდ(ებ)ში თამაშის საწინდარი ყოფილიყოს!!!
N
10 აგვისტო 2020 12:59
1
შეცდომით დამეჭირა დისლაიკზე. ბოდიში
ზვიადი
11 აგვისტო 2020 01:53
0

სიახლეები პოპულარული