ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან
სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.