ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
როგორც reviersport.de წერს, ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას გერმანიის მე-3 ლიგის კლუბ "უერდინგერში" განაგრძობს.

29 წლის ყენიამ გუშინ, 9 აგვისტოს "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გოლის გატანის შანსი ლევანს პირველივე წუთზე ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

"უერდინგერმა" აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 20-გუნდიანი მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა. კლუბში დორტმუნდის "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კევინ გროსკოიცი გამოდის.

ლევან ყენია კი ბოლოს თბილისის "საბურთალოს" რიგებს იცავდა. ქართველს გერმანიაში აქამდე ორი კლუბის მაისური მოურგია -
"შალკესა" და დუსელდორფის "ფორტუნას".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყენია კი არა ჩაკვეტაძეზე ვნერვიულობ ყენია არ დაემართოს, სამწუხაროდ მაქეთ მიდის ყველაფერი, 3 თვე ითამაშა ფეხბურთი,აიწყო ცხოვრება,მიიღო ტრავმა და 2 წელი გავიდა უკვე და ჯერ ვერ დაბრუნდა.ძალიან მინდა რომ ვცდებოდე და იმედია ბევრად მეტს მიაღწევს გიორგი
სამწუხაროდ
11 აგვისტო 2020 09:13
1
რა პოტენციალიც ჰქონდა ის რომ 10 წუთით მაინც განახორციელოს ნაკრებში მაგრად წაგვადგება.წარმატებები
კახა
11 აგვისტო 2020 00:38
3
მესამე ლიგაში წავიდა, საქართველოს ფეხბურთს არაფერი ეშველება, მაგ ასაკში აქეთ უნდა მოდიოდეს, თავის ქვეყანაში უნდა თამაშობდეს და....... კაროჩე დედა აქ ნატირები ფეხბურთს რა. სასტავი ვერ შეკრეს ბიჯო ვგიჟდები ერთი ნორმალური ქართული კლუბი რომ შეიქმნას და ან ევროპა ლიგა ან ლიგა რო ვითამაშოთ ჯგუფი რა მოხდება. ქართული ფეხბურთი ვაფშე უნდა გაუქმდეს და მივხედოთ კალათბურთს მაგ ბიუჯეტით
კლოპი
10 აგვისტო 2020 21:45
13
ლევანს კიდევ აქვს იმედი,რომ ნამდვილ ფეხბურთს ითამაშებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.ძალიან ცინიკური განწყობები ჩანს მის მიმართ ზოგიერთის პოსტებში.ალბათ იმიტომ,რომ მისი თამაში არ უნახიათ შალკეში.მათ შევახსენებ,რომ ყენია და ბარსელონას ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი,შალკეს შემადგენლობაში დროს თანაბრად იყოფდნენ.არადა რაკიტიჩი,მასზე 2-3 წლით უფროსია.ის ბარსაში გადავიდა,ყენია კი დაიმტვრა,გამოჯანმრთელდა მაგრამ გუნდს ძალიან სჭირდებოდა და ძალიან სწრაფად მოუმატეს დატვირთვები.შედეგად ტრავმა განმეორდა და მას შემდეგ სულ მას ებრძვის.ღმერთმა ქნას დაძლიოს.რამდენადაც ვიცი,ოჯახი,გერმანიაში ცხოვრობს და იქ თამაშის სურვილი,ამითაცაა ბუნებრივი.ღმერთმა არ ქნას,ჩაკვეტაძესაც მისი ისტორია განუმეორდეს.როგორც ვხედავ გუნდს ხელმძღვანელობა,მას ძალიან უფრთხილდება და იმედია,ყველაფერი კარგად იქნება.ის თუ ფორმაში ჩადგა,ნაკრებსაც ძალიან გამოადგება.
სოსო
11 აგვისტო 2020 10:35
1
საქართველოში ძალიან დაბალი დონეა და მაგ დონეზე სათანადო მოტივაციის გარეშე, რომ მომავალში წარმატებას ნამდვილ უცხოურ გუნდში მიაღწევ, შეუძლებელია შენც არ დაგავიწყდეს თამაში, ანუ საბოლოოდ დაგივარდეს დონე. აქ ნამდვილად კარგმა ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა დაასრუნოლ ხოლმე კარიერა, აი მაქს 2 წელიღა, რომ დარჩათ (ასევე ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან). კარიერის საკუთარ ქართულ კლუბში დასრულება პატივისცემის გამოხატვის ჟესტად უნდა ვაქციოთ.
nk
11 აგვისტო 2020 01:51
0
მინიმუმ4 წელი უნდა ითამასოს. თუ ტრამვა აღარ აწუხებს და საბოლოოდ მოურჩა, რაიცი, შეიძლება მოხდეს სასწაული
ვასო
10 აგვისტო 2020 19:42
2
ძალიან მაგარი ფეხბურთელის ნაცვლად მორიგი უღიმღამო დასასრული ვიხილეთ სამწუხაროდ . სერიოზული ტრავმის შემდეგ მხოლოდ ალექსიძე დაბრუნდა მგონი. სამწუხარო ფაქტია რომ ასეთი კარიერა დანგრეულებიც კი გარბიან ჩვენი ელიგიდან
მიხაელ
10 აგვისტო 2020 18:22
1
ჯერ კიდევ აქვს შანსი დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. ისეთ ასაკშია თავისი პოზიციისთვის 35 წლამდე შეუძლია გაქაჩოს. მთავარია ტრავმები აღარ მიიღოს. დიდ ფეხბურთში გერმანიის ბუნდესლიგას ვგულისხმობ ) თუნდაც ისევ შალკეში.
nk
11 აგვისტო 2020 01:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული