გიორგი აბურჯანიამ ძალიან ლამაზი ჯარიმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩში გაიტანა "ტვენტეში" გოლი საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ.

გასულ სპარინგში ის "ექსელსიორ'31"-თან სპარინგში (3:1) შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა, ამჯერად კი სიტარდის "ფორტუნასთან" მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 49-ე წუთზე ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი ანგარიში გახსნა. საბოლოოდ ენსხედელებმა 2:1 იმარჯვეს.

ნამატჩევს გახარებულმა მწვრთნელმა რონ იანსმა აღნიშნა, რომ თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იფრინეს, 15 წუთში 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს კიდეც. ის ამბობს, რომ მიუხედავად 30 გრადუს სიცხეში თამაშისა, მისმა შეგირდებმა ფეხბურთისგან სიამოვნება
მიიღეს, ძალიან ასიამოვნეს და ამ ბიჭებთან მუშაობა სასიხარულოა.

"ტვენტე" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, 12 სექტემბერს კი, ჩემპიონატის პირველ ტურში ამავე "ფორტუნას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველის სერხიო ბუსკეტსია რა! ნეტა ვაისი თუ ხედავს ამ ჩანაწერს!?
მწრთვნელი
11 აგვისტო 2020 16:15
0
ტვენტეს მწვრთნელის სახე დამანახეეთ
ბაჩი
11 აგვისტო 2020 13:32
0
ამან თუ ასე პენალივით ურტყა ჯარიმები, როგორ გინდა ნაკრებში ძირითადში არ ათამაშო?დდ
ტტტ
11 აგვისტო 2020 13:13
0
კარგი ჯარიმა გამოუვიდა.რაკი მას დაარტყმევინეს,ესე იგი ენდობიან.ვიდეოდან ჩანს,რომ აბურჯანიამ ანგარიში გახსნა და თანაც ვეღარ გავიგე,როგორ დამთავრდა,3-1 თუ 2-1.სტატიაში,ორი განსხვავებული შედეგია დაფიქსირებული.
სოსო
11 აგვისტო 2020 10:42
0
ახლა ხო გაიგე ვინ ჯანდაბაა.აბურჯანიაა
mosexoneli
11 აგვისტო 2020 09:03
0
სევილიამ 2 წლით განათხოვრა ტვენტეში და თუ ტვენტეში მომავალ სეზონში ასევე გაგრძელება ჩაჯდება ძირითადში და კარგი შედეგები ექნება დარწმუნებულივარ სევილია აუცილებლად მისცემს შანს ლალიგაში მთავარ გუნდში თამაშისას ყველაფერი აბურჯანიაზეა დამოკიდებული წარმატებებიი
Gio
11 აგვისტო 2020 02:16
0
მაგარ შედის ფორმაში შედეგები აქვს და დიდი ალბათობით ტვენტს ძირითადის ფეხბურთელად ყალიბდება ახალი სეზონისთვის.
Gio
11 აგვისტო 2020 00:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული