დავითაშვილი "როტორში" ჯუღელის "ქართულ სათვისტომოს" შეუერთდება?

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და "Бизнес Online"-ის ცნობით, არაა გამორიცხული, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით "როტორში" გაუშვან.

გამოცემის აზრით, ზურიკო ხვიჩა კვარაცხელიაზე არანაკლებ ნიჭიერია. ყაზანურ გუნდს არ უნდა, დაკარგოს. "როტორში" შეუძლია ლიდერი გახდეს და უკან სულ სხვა დონეზე მყოფი დაბრუნდეს.

თუმცა ამ ტრანსფერს "რუბინის" ვარსკვლავის, კვარაცხელიას ფაქტორი აბრკოლებს, რომელზეც შეიძლება ზურიკოს გუნდიდან წასვლამ უარყოფითად იმოქმედოს.

ვოლგოგრადულ კლუბში აგენტი მამუკა ჯუღელი "ქართულ სათვისტომოს" ქმნის - იქ უკვე არიან ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, ხოლო საბა კვირკველია
შეიძლება სულ მალე შეუერთდეს მათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს რა ბედი გვაქვს კაცოუ... ჯეერ შევარდნაძე ვერ მოიშორა ქვეყანამ 30 წელი და ეხლა ჯუღელი...
zura
18:52 13-08-2020
5
რა პრობლემაა 18წლის ბიჭი რუბინის ძირითადში თუ ვერ ხვდება?სამაგიეროდ ყოველთვის შემოყავს შეცვლაზე,ანუ აქვს მისი იმედი მწვრთნელს,ფეხბურთელი კონკურენციაში იზრდება.არ მგონია გაუშვან და თვითონაც არ უნდა მოინდომოს წესით წასვლა.
Master
20:58 13-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული