ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე სეზონს იწყებს - ის უკვე განაცხადშია

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "კორტრიკთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა.

გასულ ტურში "გენტი"სტუმრად "სენტ-ტრუიდენთან" 1:2 დამარცხდა და ტორუპმა ჯონათან დავიდის პოზიციაზე რომან ბეზუსი დააყენა, რომელმაც იმედები ვერ გაუმართლა და მეორე ტაიმში შეცვალა. დავიდი "ლილში" გადავიდა, ახლა ტორუპი მის შემცვლელს ეძებს და ალბათ, ჩაკვეტაძეს ათამაშებს. საკითხავია, შუძლია თუ არა მას 90 წუთი ითამაშოს.

Sportall.Ge

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც და მისი ახალი კონკურენტი, ტრავმამორჩენილი გერმანელი ტიმ კლაინდიენსტიც.

"გენტისა" და "კორტრიკის" შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00
საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ