ჯანო ანანიძე, სავარაუდოდ, 2 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"როტორის" ახალწვეულმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის პირველი მატჩი გამოტოვა. შეიძლება ვერც მეორე ტურში ითამაშოს მოსკოვის "დინამოსთან" და ალბათ, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, - იტყობინება news.sportbox-ი.

საქმე ისაა, რომ ვოლგოგრადულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებისას ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

ჯანომ "როტორში" გადასვლამდე "ანორთოსისში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფამაგუსტური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნეტა ვცდებოდე, მაგრამ მაგის იმედზე თუ ხართ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ვერ ხედავთ, ვეღარ დარბის და ბურთთან მისვლის ეშინია. ბოდიშით, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
ვახო
20:10 14-08-2020
2
რაც მაგან აჭარული ხაჭაპურები ჭამა წელს ბათუმში ორ კვირაში თუ ჩადგა ფორმაში მაგი ყოფილა რაც ყოფილა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული