ჯანო ანანიძე, სავარაუდოდ, 2 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"როტორის" ახალწვეულმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის პირველი მატჩი გამოტოვა. შეიძლება ვერც მეორე ტურში ითამაშოს მოსკოვის "დინამოსთან" და ალბათ, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, - იტყობინება news.sportbox-ი.

საქმე ისაა, რომ ვოლგოგრადულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებისას ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

ჯანომ "როტორში" გადასვლამდე "ანორთოსისში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფამაგუსტური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სადაც ამდენი, ორ კვირასაც მოვითმენთ.
ფანი ნეტარი
09:26 15-08-2020
0
ეს რო ფორმას აღიდგენს,ვეტერანებში,საჩვენებელ თამაშებში მოუწევს თამაში
კახა ქ.
05:32 15-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული