ნინუას პაოკ-მა ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელი გახდა

ნინუას სალონიკურმა კლუბმა ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ახალ გუნდში კი 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.

პაოკ-ი ქართველ ფეხბურთელს ვიდეოთი მიესალმა და გუნდში ჩარიცხვა მიულოცა.

პაოკი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია და 25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.

ნინუა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, გუნდის კაპიტანი იყო, მის რიგებში კი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნორმალურ გუნდში გადავიდა, მინიმუმ ევროპა ლიგაზე სულ ითამაშებს პაოკი და იმედია ნინუა კარგად წარმოაჩენს თავს. წარმატებები
გოგა
23:30 14-08-2020
0
საშუალო დონის ევროპული გუნდია გიჟი პრეზიდენტით და გაარეული ფანებით. კარგი სტარტია ევროპაში თუ არ იზარმაცა.
emigranti
03:17 15-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული