იტალიური გამოცემა: ლუკაკუს ხოჭოლავა ჩაიბარებს, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო ვებ-გვერდი passioneinter.com, რომელიც მილანის "ინტერის" შესახებ წერს, აქვეყნებს სტატიას ევროპა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ, რომელშიც ერთმანეთს "ნერაძური" და დონეცკის "შახტარი" შეხვდებიან.

სტატიაში აღნიშნულია ის ფეხბურთელები, რომლებიც ორივე გუნდიდან ერთმანეთის ვიზავი იქნებიან და ავტორის მიხედვით, რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ დონეცკელები დავით ხოჭოლავას დააყენებენ.

"ლუკაკუ - ხოჭოლავა. დავით ხოჭოლავა "შახტარის" წარმოსადეგი ქართველი მცველია, რომელიც სიმაღლეში 190 სმ-ს აღემატება. სწორედ მისი გაბარიტების გამო, სწორედ ქართველს მოუწევს ლუკაკუს წინააღდეგ თამაში და არა ექსპერტ კრივცოვს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ბელგიელის გასაჩერებლად ხშირად მხოლოდ დიდი სხეული
საკმარისი არ არის..."- წერს გამოცემა.

ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უკრაინულ და იტალიურ გუნდებს შორის ორშაბათს, 17 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Mazzola კაცი ხარ,ვინც შენი კომენტარი დააუნლაიქა არის ქაქია მაიმუნი,ეროვნული ღირებულების ფეხქვეშ გამთელავი.ათაშჲ თინა
ბაჩი
16:36 17-08-2020
0
რა გჭირთ ხალხო, რა ხოჭოლავა. რეალუსტები იყავით. ხოჭოლავა თუ დააყენა შახტარმა 6: 0 წააგებს.
გენა
12:22 16-08-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული