ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გარეშე "გენტი" "კორტრიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"გენტმა" სეზონის სტარტზე მეორე მატჩიც წააგო

ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 1:2 დამარცხდა.

"გენტიდან" გოლი უკრაინელმა მცველმა იგორ პლასტუნმა გაიტანა, რომელმაც გასულ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" (1:2) სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო.

ცნობისათვის, "კორტრიკის" მწვრთნელი "გენტის" ყოფილი თავკაცი ივ ვანდერჰაეგეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიურმა პრესამ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის მორჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მწვრთნელმა იეს ტორუპმა წინასამატჩო განაცხადში ისიც შეიყვანა და გიორგი ქვილითაიაც, საბოლოო განაცხადში არც ერთი არ იყო.

"გენტი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, 22 აგვისტოს ბელგიის
ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ