მოპოვებული პენალტი, საგოლე გადაცემა - ხვიჩას ძალისხმევა ამაო გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სოჭისთან".

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

58-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს.

66-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და პენალტით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

77-ე წუთზე ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ ბურთი მაკაროვს გადააწოდა და მან "რუბინი" წინ გაიყვანა.

86-ე წუთზე "სოჭიმ" ანგარიში გაათანაბრა.

90+1-ე წუთზე "სოჭიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

90+4-ე წუთზე კვარაცხელიამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და
მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

sports.ru-ს ჟურნალისტმა კვარას თამაშს გენიალური უწოდა, გულშემატკივრები კი აღნიშნავენ, რომ "რუბინში" მხოლოდ ის თამაშობს, სხვები კი ადგილზე დგანან. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
წქრმატებები ხვიჩას მაგრად უმატევს და ვითარდება ასე გაგრძელე და გაგვახარე ყველა შენი კარგი თამაშით ჯუღელს დაუკავშირდით იქნებ ჩაკვეტაძეც გადაიყვანოს ყაზანის რუბინში ოღონდაც იმ გენტს მოცილდეს))
გიო
22:01 18-08-2020
4
ხვიჩა კარგია, მაგრამ გუნდი არ ვარგა. ვერ ქაჩავენ. რუბინი არაა საშუალო დონის გუნდი. ხვიჩასთვის კრასნოდარი იქნებოდა უკეთესი,რაც კარგ ტრმპლინს გაუკეთებდა!
დავით 67
05:33 19-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული