მოპოვებული პენალტი, საგოლე გადაცემა - ხვიჩას ძალისხმევა ამაო გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სოჭისთან".

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

58-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს.

66-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და პენალტით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

77-ე წუთზე ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ ბურთი მაკაროვს გადააწოდა და მან "რუბინი" წინ გაიყვანა.

86-ე წუთზე "სოჭიმ" ანგარიში გაათანაბრა.

90+1-ე წუთზე "სოჭიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

90+4-ე წუთზე კვარაცხელიამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და
მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

sports.ru-ს ჟურნალისტმა კვარას თამაშს გენიალური უწოდა, გულშემატკივრები კი აღნიშნავენ, რომ "რუბინში" მხოლოდ ის თამაშობს, სხვები კი ადგილზე დგანან. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ისე პროფესორებო! ამ გასულ 3 თუ 4 ტურში გოლი რომ ვერ გაიტანა არაფერზე მიგანიშნებთ,მარტო ერთი ორი გაბწყინებაა მატჩში მაგარი ფეხბურთელობა?
45
ხვიჩა კარგია, მაგრამ გუნდი არ ვარგა. ვერ ქაჩავენ. რუბინი არაა საშუალო დონის გუნდი. ხვიჩასთვის კრასნოდარი იქნებოდა უკეთესი,რაც კარგ ტრმპლინს გაუკეთებდა!
დავით 67
05:33 19-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული