რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სოჭისთან".
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
58-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს.
66-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და პენალტით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.
77-ე წუთზე ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ ბურთი მაკაროვს გადააწოდა და მან "რუბინი" წინ გაიყვანა.
86-ე წუთზე "სოჭიმ" ანგარიში გაათანაბრა.
90+1-ე წუთზე "სოჭიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.
90+4-ე წუთზე კვარაცხელიამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
sports.ru-ს ჟურნალისტმა კვარას თამაშს გენიალური უწოდა, გულშემატკივრები კი აღნიშნავენ, რომ "რუბინში" მხოლოდ ის თამაშობს, სხვები კი ადგილზე დგანან. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
"რუბინს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.